საჯარო დისკუსია თემაზე - ვის იცავს შრომის კოდექსი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 მაისი 2013

2013 წლის 15 მაისს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) ოფისში გაიმართა დისკუსია “ვის იცავს შრომის კოდექსი“. მომხსენებლები იყვნენ ბატონი ზურაბ სანიკიძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი იურიდიული მრჩეველი და ვახტანგ ლეჟავა, პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

შეხვედრის მოდერატორი იყო დავით ჯიშკარიანი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ( IDFI). დისკუსიაზე განხილულ იქნა შრომის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები, რომლებიც შეეხება ხელშეკრულებების დადების და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის წესებს, სამუშაო დროის ნორმირების, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების და შრომისუუნარობის საკითხებს, გაერთიანების თავისუფლების, გაფიცვისა და ლოკაუტის უფლება და სხვა აქტუალურ საკითხები. 

ბატონმა ზურამ სანიკიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები დაარეგულირებს ბაზარზე შრომით ურთიერთობებს და განსახორციელებელი ცვლილებებში გათვალისწინებულია, როგორც დამსაქმებლის ასევე დასაქმებულის ინტერესები.

ბატონმა ვახტანგ ლეჟავამ აღნიშნა, რომ ცვლილებები შესაძლოა ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელი ერთერთი ფაქტორი იყოს. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირების, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. დისკუსიის ორგანიზატორები არიან სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (dvv international), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა პროექტ „ დისკუსიები სამუშაო დღის შემდეგ „ ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024