სახელფასო დანამატები პრემიების ნაცვლად – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 15 მაისი 2013

2013 წლის 10 აპრილს IDFI-იმ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია 2012 წელს და 2013 წლის პირველ კვარტალში სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ. მიღებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს გამოვარკვიოთ, თუ როგორი იყო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სამინისტროში პრემიების და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა.

როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2012 წელს, როგორც ახალი ისე ძველი ხელისუფლების პირობებში, სამინისტროს  თანამშრომლები დამატებით ანაზღაურებას იღებდნენ პრემიის სახით.  2012 წლის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომლებზე სულ გაცემულია 1 751 431 ლარი. აღნიშნული თანხიდან სამინისტროს თანამდებობის პირებზე (მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, მინისტრის მრჩევლები) გაცემულია 238 180 ლარი.  შეიძლება ითქვას, რომ 2012 წელს დამატებითი ანაზღაურების ფორმად სახელფასო დანამატები ფაქტიურად არ გამოიყენებოდა, რადგან დროის ამ პერიოდში სულ გაცემულია 44 087 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი, საიდანაც მინისტრებს და მათ მოადგილეებს არანაირი თანხა არ დარიცხვიათ

ekonom1

 

თუმცა, 2013 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სამინისტროში დამატებითი ანაზღაურების ფორმა აშკარად შეცვლილია. სამინისტროში საგრძნობლად შემცირებულია ყოველთვიურად თანამშრომელთა პრემიით დაჯილდოების პრაქტიკა. სამი თვის განმავლობაში სამინისტროში გაცემულმა პრემიამ სულ შეადგინა 60 835 ლარი, საიდანაც  4335 ლარი  ერთჯერადად მიიღო მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა (საქართველოს მთავრობის განკარგულება) და დანარჩენი თანხით სარვამარტოდ სამინისტროში დასაქმებული თოთოეული ქალბატონი დაჯილდოვდა 500 ლარის ოდენობის პრემიით. თუმცა, 2013 წლიდან პრემიების გაცემის შემცირების კვალდაკვალ სამინისტროში დანერგილია დამატებითი ანაზღაურების ახალი ფორმა – სახელფასო დანამატი. სამი თვის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემულია 157 557,5 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი, საიდანაც მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა მიიღეს 46 800 ლარი.

ekonom2

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან გამოიკვეთა ეკონომიკის სამინისტროში გაუქმდა პრემიის გაცემის და  დაინერგა სახელფასო დანამატის გაცემის პრაქტიკა. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლიდან  შემცირებულია თანამშრომლებისათვის  ყოველთვიურად  გაცემული დამატებითი ანაზღაურების ოდენობა, რომელიც წლების მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად.

eko3

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლიდან საშუალოდ ყოველთვიური დამატებითი ანაზღაურების (პრემიის და სახელფასო დანამატის ჯამი) შემცირება განპირობებულია იმ საჯარო მოხელეების  დამატებითი ანაზღაურების შემცირებით რომლებიც არ წარმოადგენენ  თანამდებობის პირებს, ხოლო მინისტრი და მისი მოადგილეები დაახლოებით  იგივე თანხით არიან წახალისებულნი, ამჯერად უკვე სახელფასო დანამატის სახით, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის განმავლობაში პრემიის გაცემით.

eko4

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი და მოქმედი მინისტრების შემოსავლებს იგი შემდეგნაირად გამოიყურება. 2012 წლის 10 თვის განმავლობაში მინისტრ ვერა ქობალიას შემოსავალმა შეადგინა 70 800 ლარი (საშუალოდ ყოველთვიურად 7080 ლარი), ხოლო მინისტრ  გიორგი კვირიკაშვილის შემოსავალმა 5 თვის განმავლობაში (2012 წლის ნოემბერი – 2013 წლის მარტი) შეადგინა 29 910 ლარი (საშუალოდ ყოველთვიურად 5982 ლარი). აღნიშნული მონაცემებით გიორგი კვირიკაშვილის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 1098 ლარით ჩამოუვარდება ვერა ქობალიას მიერ 10 თვის განმავლობაში მიღებულ საშუალო ყოველთვიურ შემოსავალს. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1 თებერვლიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით მინისტრები ყოველთვიურად სახელფასო დანამატის სახით მიიღებენ 4335 ლარს, ანუ მათი ყოველთვიური შემოსავალი განისაზღვრება 7875 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაგალითზე მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი გაიზარდა 795 ლარით.

საინტერესოა აგრეთვე, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით არ დასტურდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის  განცხადება, რომელიც მან საინფორმაციო სააგენტო „პირWელს“ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების კომენტარისას განუცხადა. იგი აღნიშნავდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წელს საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 14 000 ლარს, მიღებული ოფიციალური დოკუმენტებით აღნიშნული თანხა შეადგენს ორჯერ ნაკლებს ანუ 7080 ლარს. 

ჩვენს მიერ ზემოთ გამოტანილი იქნა ეკონომიკის სამინისტროს მაგალითზე 2012-2013 წლებში საჯარო მოსამსახურეთა პრემიებით და სახელფასო დანამატებით დაჯილდოების პრაქტიკა. აღნიშნული კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ აუცილებელია შემუშავებული იქნას შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეებისათვის პრემიებისა და სახელფასო დანამატების მინიჭების წესის დარეგულირებას.

აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ საჯარო მოსამსახურის სახელფასო დანამატი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დამატებით ანაზღაურებას საჯარო მოსამსახურის სპეციალური მოთხოვნების და მის მიერ გაწეული დამატებითი საქმიანობის გათვალისწინების მიზნით. საქართველოს კანონით საჯარო სამსახურის შესახებ – დანამატის შესახებ აღნიშნულია შემდეგი: “სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.” ევროკავშირის ქვეყნებში დანერგილი პრაქტიკით საჯარო მოსამსახურის სახელფასო დანამატის ოდენობის განსაზღვრა ხდება საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოს ოდენობასთან კავშირში და არ აღემატება კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი სარგოს ოდენობას. შესაბამისად ბევრ კითხვას ბადებს საქართველოში დანამატის სახით ხელფასის ერთმაგი ოდენობის ყოველთვიური გაცემის პრაქტიკის (როგორც მინისტრების ისე მათი მოადგილეების მამართ) დანერგვის მართლზომიერება.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევა: საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურების სისტემები: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024