IDFI–ის განცხადება “ექსპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

სიახლეები | განცხადებები 13 მაისი 2013

მიმდინარე წლის 10 მაისს საინფორმაციო სააგენტოს “ექსპრესნიუსის” (ExpressNews) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით: IDFI–ს ანგარიშს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ნაწილობრივ უარყოფს -  სადაც აღნიშნულია შემდეგი:


"IDFI–ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც დევნილებისთვის გამოყოფილი დახმარების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტებია მოყვანილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გამოეხმაურა. როგორც „ექსპრესნიუსს“ დევნილთა და განსახლების სამინისტრო პრესსამსახურის უფროსმა, ეკა გულუამ განუცხადა, სტატიაში მოყვანილი დევნილების რაოდენობა არ არის რეალური. მისი თქმით, დევნილთა რაოდენობა, რომლებიც სამინისტრომ 2008 წლის ომის შემდეგ დააფიქსირა, 23 000–ს შეადგენს."


სტატიის დასასრულს “ექსპრესნიუსის” ჟურნალისტი (დავით გულედანი) სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით აგრეთვე შემდეგ დასკვნას სთავაზობს მკითხველს:


"შესაბამისად, IDFI–ს მიერ მოყვანილი 2 607 500 ლარის არამიზნობრივი ხარჯვა, დევნილთა სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სულ ცოტა არ შეესაბამება რეალობას, რადგან არც ლტოლვილთა რიცხვი არ არის სწორად დადგენილი და არც ლტოლვილთა ზუსტი რაოდენობა. IDFI-ს მოყავს 2010 წლის სამოქალაქო რეესტრის მონაცემები, სადაც, სავარაუდოდ, დევნილთა რიცხვი უკვე შემცირებულია და არამიზნობრივ ხარჯებზე საუბარი, ანგარიშის მიხედვით, მიუღებელია."


აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:


1. ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ანალიზი დაფუძნებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2012 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული "სამინისტროს ბალანსზე რიცხული მარაგის გამოყენების, აღრიცხვის და მართვის  შეფასების ანგარიშზე"

2. სტატიაში არსებული დევნილთა რაოდენობა მოყვანილია ამავე ანგარიშში ასახული მონაცემების საფუძველზე (იხილეთ ანგარიშის მე-7 გვერდი). ანგარიშში მათ შორის  აღნიშნულია, რომ 2012 წლის 3 დეკემბრის დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 23 584 ადამიანს (8040 ოჯახს - იხილეთ ანგარიშის მე-8 გვერდი).


3.  მიუხედავად ამისა, 2008-2009 წლებში საწოლების შესყიდვა 45 600 ადმიანზე არ გამორიცხავს უსაქონლო ოპერაციის განხორციელების ფაქტს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული არ არის IDFI–ს მიერ გამოთქმული ვარაუდი, არამედ თავად სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული ოფიციალური დასკვნაა (იხილეთ ანგარიშის მე-8 გვერდი) რომელსაც აქვეყნებს ინსტიტუტი.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024