პრემიები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | ანალიზი 8 მაისი 2013

IDFI-იმ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა) 2013 წლის 29 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა შემდეგი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით:

“2012 წლის პირველი იანვრიდან, წერილის მიღების მომენტამდე, კომისიის წევრებზე (ცალ-ცალკე) და თანამშრომლებზე (საერთო ოდენობა) თვეების მიხედვით დარიცხული პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაცია.”

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ინსტიტუტის მოთხოვნა. მათ მიერ მოწოდებული იქნა აღნიშნულ პერიოდში გაცემული პრემიების საერთო ოდენობა. სამწუხაროდ ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული თვეების მიხედვით. მიღებული მონაცემები გამოიყურება შემდეგნაირად:

1

როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 29 მარტამდე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წევრებზე ერთობლივად გაცემულია 331 307,5 ლარის ოდენობის პრემია:

ირაკლი ჩიქოვანი (კომისიის თავმჯდომარე) – 83 823,5 ლარი
სოფიო ბრიტანჩუკი (კომისიი წევრი) – 63 847,5 ლარი
კარლო კვიტაიშვილი (კომისიის წევრი) – 63 847,5 ლარი
აკაკი სიხარულიძე (კომისიის წევრი) –  55 941,5 ლარი
ირაკლი მოსეშვილი (კომისიის წევრი) – 63 847,5 ლარი

დროის ამავე მონაკვეთში, კომისიის აპარატის 108 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიამ შეადგინა 1 266 564,19 ლარი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პრემიებზე გაცემული თანხები მოიცავს 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 29 მარტამდე პერიოდს, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე ვხვდებით 2013 წლის 2 აპრილის კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, კომისიის წევრების პრემირების მიზნით გამოიყო 63 240 ლარი და კომისიის თითოეულ წევრს მიეცა პრემია ერთი თვის ხელფასის ოდენობით ანუ 15 810 ლარი. ამავე დადგენილებით, აპარატის თანამშრომლების პრემირებისთვის გამოყოფილი იქნა 218 962 ლარი. საინტერესოა, რომ როგორც დოკუმენტში არსებული ჩანაწერიდან ირკვევა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კარლო კვიტაიშვილმა (ამ პერიოდში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი), თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მასზე მაინც გაიცა ერთი თვის ხელფასის ოდენობის პრემია.

2

IDFI-იმ მარეგულირებელი კომისიების წევრთა შრომითი ანაზღაურების შესახებ უკვე შემოგთავაზათ მცირე ანალიზი, სადაც წარმოდგენილი იქნა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების 2009 – 2011 წლების დეკლარირებული შემოსავლები. სტატიაში ასევე გაანალიზებული იქნა თუ როგორ ხდება შრომითი კოეფიციენტების მიხედვით სახელფასო ფონდიდან ხელფასების გადანაწილება. ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და სახელფასო ფონდიდან კოეფიციენტების საშუალებით ხელფასების გადანაწილების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით საშუალება გვეძლევა წარმოგიდგინოთ ის სავარაუდო შემოსავლები, რომლებიც მიიღეს კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა 2012 წელს და 2013 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში.

3

ზემოთ მოყვანილი ციფრები, ეფუძნება ვარაუდს, რომ 2012 წელს და 2013 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კომისიის წევრების მიერ მიღებული იქნა ყოველ კვარტალური პრემია ერთი თვის ხელფასის ოდენობით.  აღსანიშნავია, რომ კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ (ირაკლი ჩიქოვანმა) 83 823,5 ლარის ოდენობით პრემია მიიღო 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში, ვინაიდან სწორედ 2012 წლის 16 ნოემბრით თარიღდება მისი შვებულებაში გასვლის ოფიციალურ თარიღი რის შემდგომაც მას  კომისიის თავმჯდომარის მოვალეობა აღარ შეუსრულებია.

4

სამწუხაროდ ამ პერიოდისათვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, საიდანაც გავიგებდით თუ რა ოდენობის თანხა მოიცვა  საპრემიო ფონდმა 2012 წელს. თუმცა, ვებ-გვერდზე მოიპოვება 2012 წლის და 2013 წლის დამტკიცებული ბიუჯეტების პროექტები საიდანაც ირკვევა, რომ 2012 წელს პრემირების ფონდისთვის განსაზღვრული იყო 191 050 ლარი, ხოლო 2013 წლისათვის განსაზღვრულია 235 050 ლარი. როგორც ჩანს კომისიის მიერ წლის დასასრულს რეალურად მიღებული შემოსავლები ყოველთვის აჭარბებს წლის დასაწყისში დაგეგმილ შემოსავლებს, რაც განაპირობებს პრემირების ფონდის ზრდას.  ვინაიდან 2012 – 2013 წლებში ერთობლივად დაგეგმილ პრემირების ფონდს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება 2012 წელს და 2013 წლის პირველ  სამ თვეში გაცემული პრემიის ოდენობა.

5

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023