დისკუსია თემაზე: საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 აპრილი 2013

1 მაისს 13:00 საათზე IDFI („ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“) მასმედიის წარმომადგენლებს  იწვევს დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრა იმართება პროექტის  - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“- ფარგლებში.


მთავარი თემა იქნება საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა  და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების დონის შეფასება.

შეხვედრის დასაწყისში IDFI მედიის წარმომადგენლებს საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებისა და სოციალური ქსელების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებს გააცნობს. რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია  საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციის კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების გზების მოსაძიებლად.

განიხილება შემდეგი საკითხები:

  • რამდენად ეფექტურად იყენებენ საჯარო დაწესებულებები ოფიციალურ ვებ-გვერდებსა და Facebook გვერდებს მასმედიასთან ურთიერთობისას;
  • სრულყოფილია თუ არა სამთავრობო გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია და ხდება თუ არა მონაცემების დროულად განახლება;
  • რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი საჯარო დაწესებულებების ოფიციალურ გვერდებზე და როგორ აფასებენ მედიის წარმომადგენლები საჯარო დაწესებულებების მედიასთან ურთიერთობის სტანდარტებს;


IDFI  საჯარო დაწესებულებების  საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის, ელექტრონული რესურსების გამოყენების ხარისხისა და კომუნიკაციის დონის შეფასების მიზნით, 2012 წლის ნოემბრიდან აკვირდება 24 საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსებს, მათზე განთავსებულ აპლიკაციებსა და ამოწმებს მოქალაქეებთან კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის არსებობას. ინსტიტუტმა  ამ საკითხებთან დაკავშირებით კვლევა მოამზადა სამთავრობო უწყებებიდან მოთხოვნილი  საჯარო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზეც.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) – ფარგლებში.


შეხვედრა გაიმართება 1 მაისს, ოთხშაბათს 13:00 საათზე აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ოფისში, მის: მარჯანიშვილის ქ. N 5, III  სართული.


გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ელ-ფოსტაზე: m.kechakmadze@idfi.ge  

ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 2 99  63 64

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024