კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის დაკავებასთან დაკავშირებით

სიახლეები | განცხადებები 24 აპრილი 2013

 

დღეს გავრცელებული ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია ჟურნალ "ლიბერალის" პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი ირაკლი აბსანძე, რომელიც ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, გადატანას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი აბსანძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით ირაკლიმ მეგობრისგან გამოგზავნილი ამანათი მიიღო, სადაც სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოჩნდა. ადვოკატის განცხადებით ირაკლის არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იდო ამანათში.
ჩვენი კოლეგის ირაკლი აბსანძის პიროვნული ღირსებების, მაღალი პროფესიონალიზმის და პატიოსანი რეპუტაციის გათვალისწინებით, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალურად ღიად და ობიექტურად ჩაატაროს აღნიშნული საქმის გამოძიება და ვთხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს მთავარ პროკურორს თავიანთ პირად კონტროლზე აიყვანონ საქმის გამოძიება.  
ჩვენ, ასევე, ვითხოვთ გამოძიების ყველა ეტაპზე სრულყოფილი და ობიექტური მონიტორინგის განხორციელების საშუალებას.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:


•    სამოქალაქო განვითარების ფონდი
•    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაცია
•    მედიაკლუბი
•    ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“
•    საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
•    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
•    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
•    რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
•    რეგიონული პრესის ასოციაცია
•    რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი
•    ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
•    პრესის თავისუფლებისათვის

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024