IDFI ეხმარება მოქალაქეებს ინფორმაციის მიღებაში

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 12 აპრილი 2013

public involvement

„საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ არსებობის მანძილზე მოქალაქეების ჩართულობა პროექტში ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა. პირველ რიგში სწორედ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობის პირობებში არის შესაძლებელი საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა, ისევე როგორც ეფექტური პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება. პროექტის ფარგლებში IDFI ითხოვდა მოსახლეობისგან საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას იმ თემებისა და საკითხების შესახებ, რომელთა საჯარო დაწესებულებებიდან დამატებით გამოთხოვნაც საინტერესო იქნებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეები სულ უფრო მეტად იყენებენ ჩართულობის საშუალებებს და სთავაზობენ ინსტიტუტს საკუთარ თემებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებისთვის. საკუთარი კითხვების შემოთავაზება კიდევ უფრო ადვილი გახდა მას შემდეგ, რაც პროექტის ფარგლებში შექმნილ ანალიტიკურ ბლოგს „Opendata Blog” დაემატა ცალკე განყოფილება „გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია“.

ქვემოთ მოცემულია პროექტის ბლოგზე, ისევე ინსტიტუტის ელ-ფოსტაზე (info@idfi.ge) და Facebook გვერდზე შემოსული მოთხოვნები და მათზე გაცემული პასუხები.

06.12.2012: 

mushtaidi

1. თბილისის მერიასა და კომპანია “ჯეოგოლდს” შორის 49-წლიანი მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების ასლი. ასევე გთხოვთ მოგვაწოდოთ “მუშტაიდის პარკში” ამჟამად ჩატარებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა.

2. ჩატარდა თუ არა რაიმე სახის კონკურსი, რის საფუძველზეც შეირჩა კომპანია “ჯეოგოლდი”. გთხოვთ თან დაურთოთ ინფორმაცია შერჩევის ფორმის, პირობების და შედეგის შესახებ.

მიღებული პასუხი

ბლოგ-პოსტი

20.02.2012

latarea

fosta

 

 

შემდეგი ორი კომპანიის საფინანსო ინფორმაცია:

  • შპს "სახელმწიფო ლატარიის კომპანია", საიდენტიფიკაციო კოდი 204568208, სახელმწიფო წილი 70%
  • შპს "საქართველოს ფოსტა", საიდენტიფიკაციო კოდი 203836233, სახელმწიფო წილი 100%

ამ ორი კომპანიის სრული საფინანსო ანგარიშები, რამდენ წელზეც შესაძლებელია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია 2010, 2011 და 2012 წლები. თუ სრული საფინანსო ინფორმაცია არ გამოვა, მაშინ (ა) საბალანსო უწყისი და (ბ) მოგება–ზარალის ანგარიშგება მაინც. ასევე საინტერესოა, თუ ვერ მივიღებთ ამ ინფორმაციას, რის (რა კანონის/სამართლებრივი აქტის) საფუძველზე.

მიღებული პასუხი

23.02.2013:

auction

ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2012 წლის 20 ნოემბერს გამართულ აუქციონზე N160, ლოტი N16_ით გათვალისწინებული ქონების შესყიდვის მიზნით აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, კომპანია “შპს MEDICOM” /საიდენტიფიკაციო კოდი 404963679/ – მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია.

მიღებული პასუხი

 

07.03.2013:

finansta saministro

ფინანსთა სამინისტროდან

  1. დაზარალებულთა ერთიანი რეესტრი;
  2. იმ დაზარალებულთა სია, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალის (საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“;მუხლი48, პუნქტი „ზ“) სანაცვლოდ ადრეულ წლებში 1999-2010 მიიღეს სხვადასხვა სახის კომპენსაციები.

გაგზავნილია მოთხოვნა, პასუხი არ მიგვიღია. 

15.03.2013:

qonebis martva el-mimartva

2012 წლის 30 ნოემბერს, ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამართულ N160 აუქციონზე, N16 ლოტით გათვალისწინებული ქონების შესყიდვისას გამარჯვებული კომპანიის - შპს "MEDICOM"-ის მიერ ლოტის საფასურის დღემდე გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ.

წერილობითი ფორმით არ ჩაიბარეს, და მოითხოვეს ელექტრონული ფორმით ჩაბარება.

იხილეთ IDFI-ის სტატუსი Facebook-ზე

ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემდეგ მიღებული პასუხი.

 

18.03.2013:

sasjelagsruleba

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში პატიმრობის კოდექსის ამოქმედებასთან ერთად შექმნილი ადგილობრივი საბჭოების ახალი შემადგენლობა, რომელიც არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო.

მიღებული პასუხი.

--

IDFI მზადაა მომავალშიც დაეხმაროს მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციის მიღებაში.

გაგვიზიარეთ საკუთარი მოსაზრებები ბლოგზე, ელ-ფოსტაზე (info@idfi.ge) ან Facebook გვერდზე.

--

იხილეთ სტატია Opendata Blog-ზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023