პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 29 მარტი 2013

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. სამივლინებო ხარჯების შესახებ ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ მოთხოვნა მუშავდება და დამატებით მოგვეწოდება დასრულებისთანავე. ადმინისტრაციამ არასრულყოფილად მოგვაწოდა ინფორმაცია დანიშნული თანამდებობის პირების შესახებ, რადგან მითითებულია მხოლოდ ხუთი პირის ვინაობა და თანამდებობა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია.

 
აქვე აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აღნიშნული პასუხი წერილის გაგზავნიდან ერთ თვეში არ მიგვიღია, რის გამოც 2013 წლის 13 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიტანეთ ადმინისტრაციული საჩივარი. აღნიშნული პასუხი ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის შემდეგ მივიღეთ. 
 
საგულისხმოა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის მიღება აქამდეც სირთულეს წარმოადგენდა, და მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელის შეტანის შემდეგ ვიღებდით პასუხს. 
 
 
მიღებული ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ბმულები:
           
 
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სრულყოფილად მოგვაწოდა ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაცემული პრემიების შესახებ. 
 
როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, ყველაზე მაღალი პრემია 13 თვის მანძილზე აიღო პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ზურაბ დარჩიაშვილმა - 47 710 ლარი. გაცემული პრემიის ოდენობით მეორე ადგილზეა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძე - 40 013 ლარი. მესამე ადგილზეა პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი, რომელმაც 13 თვის მანძილზე 38 940 ლარის პრემია აიღო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირების სახელები, შეუძლებელია დანამდვილებით იმის თქმა, თუ პრეზიდენტის შვიდი მრჩევლიდან რომელს ეკუთვნის ეს პრემია. შედარებისთვის, დანარჩენი მრჩევლებიდან სამის 13 თვის პრემიები შეადგენს 17 400 ლარს, ერთის - 19 320 ლარს, ხოლო ორი დანარჩენის - 2000 და 4000 ლარს. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრემია აქვს აღებული პრეზიდენტის სამდივნოს უფროსს 13 თვის მანძილზე 32 240 ლარი. 
 
თუ შევადარებთ მრჩევლების მიერ აღებულ პრემიებს მათ თანამდებობრივ სარგოს, მივიღებთ, რომ ერთ-ერთმა მრჩეველმა 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.49-ჯერ მეტი პრემია აიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდეობრივი სარგო განსაზღვრულია 2 300 ლარით. შესაბამისა პრესსამსახურის უფროსმა 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.3-ჯერ მეტ თანხას იღებდა პრემიის სახით. ხოლო პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა იგივე პერიოდში ხელფასზე 1.59-ჯერ მეტი თანხა აიღო პრემიის სახით. 
 
სულ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში 26 პირის პრემიებზე დაიხარჯა 537 048 ლარი. 
 
გაცემული პრემიების რეიტინგული სია შემდეგნაირად გამოიყურება:
 
       
 
2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით ადმინისტრაციამ მოიხმარა 712 301 ლარის ბენზინი და 68 289 ლარის დიზელი.
 
 
ადმინისტრაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შესახებ, რის მიხედვითაც ირკვევა, რა მოდელის 54 ავტომანქანა ემსახურება ადმინისტრაციას. 
 
 
მიღებული ინფორმაციიდან ირკვვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2012 წლის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვებზე სულ დახარჯა 3.040.723,48 ლარი. მაგ. პრეზიდენტის სასახლის დასათვალიერებლად მოსული სტუმრებისთვის კვების მომსახურების შესყიდვაზე წლის მანძილზე დაიხარჯა 72 294,4 ლარი. 
 
 
მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის 20 ოქტომბრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატში 15, ხოლო შტატგარეშედ 5 თანამშრომელი დასაქმდა, თუმცა დასაქმებული პირების ვინაობა და პოზიციები მხოლოდ ხუთი მათგანის შემთხვევაში მოგვაწოდეს. 
 
 
2013 წლის 11 თებერვლის მონაცემებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატში დასაქმებულია 139 თანამშრომელი, შტატგარეშედ - 5. 2010 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 11 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდა 69 თანამშრომელი, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად - 3 თანამშრომელი. 
   
პასუხი მიღებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის, პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურული ნორმის დარღვევით. ინფორმაცია მოწოდებულია ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის შემდეგ.
 
 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024