IDFI მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციას

სიახლეები | განცხადებები 23 მარტი 2013

 

საიამ, 2013 წლის 21 მარტს, თბილისის მერის სახელზე ღია წერილი გაავრცელა, რასაც მერიის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. საპასუხო წერილის შინაარსი მერიის მიერ არის იმის ახსნა, რომ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია და საიას პრეტენზიები უსაფუძვლოა. აღნიშნულთან დაკავშირებით საიამ გაავრცელა საპასუხო განცხადება სადაც მათ შორის აღნიშნულია შემდეგი: "მოცემულ შემთხვევაში არ ვისაუბრებთ წლების განმავლობაში საიას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი კვლევის, განცხადებისა თუ სარჩელის შესახებ, რაც სიღრმისეულად ასახავდა თუ როგორ ,,ასრულებდა" თბილისის მერია აღნიშნულ ვალდებულებას. ჩვენ მხოლოდ პუნქტობრივად ვუპასუხებთ მერიის განცხადებას და  ვფიქრობთ, ესეც საკმარისი იქნება იმის წარმოსაჩენად, თუ რა დამოკიდებულება აქვს თბილისის მერიას ერთის მხრივ კანონის, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოების მოთხოვნებისადმი."

IDFI სრულად იზიარებს საიას განცხადების შინაარს და თბილისის მერიის მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების რეგულარულად შეუსრულებლობის დასადასტურებლად, წარმოგიდგენთ თბილისი მერიიდან მიღებულ პასუხების მცირე ნაწილს, რომლითაც წლების განმავლობაში მერიის მხრიდან ხდებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემისგან თავის არიდება:

მოთხოვნა - სოციალურ პროგრამებზე შეტანილი და დაკმაყოფილებული განცხადებების რაოდენობა

მიღებული პასუხი - გადამისამართება  

მოთხოვნა - აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის ხარჯები

მიღებული პასუხი - გადამისამართება 

მოთხოვნა - სარეზერვო ფონდებიდან 2011 წლის I კვარტალში გაწეული ხარჯები

მიღებული პასუხი - გადამისამართება 

მოთხოვნა - 2010 -2011 წლებში ქალაქის გამწვანებაზე დახარჯული თანხები

მიღებული პასუხი - გადამისამართება

მოთხოვნა - გუდაურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე გამოყოფილი თანხები

მიღებული პასუხი - გადამისამართება

მოთხოვნა  -  ინფორმაცია ქ. თბილისში გუდიაშვილის მოედანზე განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ

მიღებული პასუხი - გადამისამართება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024