თორმეტმა ევროპულმა ქვეყანამ ხელი მოაწერა პირველ საერთაშორისო კონვენციას ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ

სიახლეები 28 ივნისი 2010

ტრომსო, ნორვეგია – 2009 წლის 18 ივნისს ევროპის საბჭოს 47 წევრიდან თორმეტმა ხელი მოაწერა ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის კონვენციას, რომელიც რეალურად არის “პირველი საერთაშორისო სავალდებულო ლეგალური ინსტრუმენტი, რომელიც ადასტურებს ზოგად უფლებას სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოუქვეყნებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ”.
12 ქვეყანა, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას არიან: ბელგია, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, უნგრეთი, ლიტვა, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სერბეთი, სლოვენია და შვედეთი. ევროპული საბჭოს ყველა წევრს შეუძლია ხელი მოაწეროს კონვენციას მომავალში, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანას აქვს სიძნელეები თავიანთი კანონების შეცვლასთან დაკავშირებით.

map

 

ეხლა თორმეტმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს კონვენციის რატიფიკაცია; 10 ქვეყნის მიერ კონვენციის რატიფიკაცია არის საჭირო, რომ ის შევიდეს ძალაში და ამოქმედდეს. სლოვენიამ უკვე აამოქმედა კონვენცია თავის საკანონმდებლო აგენდაში და აპირებს გაავრცელოს კონვენციის ძალაუფლება საკანონმდებლო და სასამართლო დაწესებულებებზე.
კონვენცია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ  საზოგადოების გარჩევების და კრიტიკის ობიექტი გახდა.

 

ხელშეკრულების ძირითად მინუსებში შედის:
- მანდატის არ არსებობა, რაც პრობლემას უქმნის ორგანიზაციებს სახელმწიფო ინსტიტუტები აიძულონ  გამოაქვეყნონ და გაასაჯაროონ ინფორმაცია.
- ინფორმაციის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კატეგორიის არ შეტანა კონვენციაში (ფინანსური დოკუმენტაცია, შესყიდვები);
- ინფორმაციის გამოთხოვნიდან მის მიღებამდე კონკრეტული დროის შეზღუდვის არ არსებობა;  

 

ამის მიუხედავად, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა, მაგალითად, Article 19, the Open Society Justice Initiative, and Access-Info, მოითხოვეს რატიფიკაცია, რადგან კონვენცია ადგენს სამართლებრივ ბაზისს, მინიმალურ სტანდარტებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის. Access-Info -მ კონვენცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადა ინტერნეტ კამპანიის - “Recognize My Right” მეშვეობით. ვებ-გვერდი აწვდის ინფორმაციას ევროპული საბჭოს ორმოცდაშვიდივე წევრის საგარეო საქმეთა სამინისტროების საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ და მოუწოდებს ხალხს მოითხოვონ მთავრობებისგან ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა.

 

Recognize My Right


ევროპული საბჭოს კონვენცია ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ


ევროპული საბჭოს კონვენცია ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ/ განმარტებითი მოხსენება

 



 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024