ოლიმპიური ოქროს ფასი

სიახლეები 25 იანვარი 2013


olimpiada

გასული წელი სხვა ღირსშესანიშნავ მოვლენებთან ერთად, გამორჩეული იყო უდიდესი სპორტული მოვლენით – 2012 წლის ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშებით, რომელიც ჩატარდა ლონდონში 27 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით. მსოფლიოში უდიდეს სპორტულ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად 204 მონაწილე სახელმწიფოს შორის, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიც გაემგზავრა. მის შემადგენლობაში ამჯერად 35 ათლეტი ირიცხებოდა. საქართველოს გულშემატკივართა დიდ ვნებათა ღელვის ფონზე, საქართველოს ნაკრებმა მედლების ცხრილში 39-ე ადგილი დაიკავა – ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლით .

ხსენებული მოვლენისადმი ჩვენი ქვეყნის საზოგადოების დიდი ყურადღების გათვალისწინებით, უშუალოდ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ შეეცადა გაერკვია იმ ფულადი ჯილდოების ოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს დამსახურებისამებრ გადაეცემოდათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავდა შეგვემოწმებინა – რამდენად ზრუნავს და აფასებს სახელმწიფო ქართველ ოლიმპიელთა ღირსეულ ძალისხმევას და მომავალში ნაჩვენებ შედეგებს.

ამისათვის, 2012 წლის 27 ივლისს IDFI-მ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმართა წერილით (იხ. ინსტიტუტის შესაბამისი წერილი OPD07/12-053), რომლითაც ითხოვდა ინფორმაციას თუ რა თანხები იყო გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტით მომავალ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსან სპორტსმენებისათვის ზაფხულის ოლიმპიადაზე.

აღნიშნულ წერილზე სამინისტრომ რეაგირება მოახდინა დაუყოვნებლივ და ინსტიტუტს აცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს „გარკვეული მასალის მოძიებასა და დამუშავებას“, რის გამოც მოითხოვა ათდღიანი ვადა პასუხის გასაცემად (იხ. სამინისტროს შესაბამისი წერილი N774).

მოთხოვნილი ვადების დაცვით, სამინისტრომ გასცა პასუხი ინსტიტუტს (იხ. სამინისტროს შესაბამისი წერილი N845). აღნიშნულ პასუხთან მიმართებაში აღსანიშნავია ორი საინტერესო გარემოება:

ა) ინსტიტუტის შეკითხვაზე პირდაპირი პასუხი ვერ იქნა მიღებული, რადგან წერილიდან გაირკვა, რომ სახელმწიფოს მიერ გასაცემი შესაბამისი წამახალისებელი ფულადი ჯილდოების ოდენობა ცნობილი გახდებოდა მხოლოდ ოლიმპიადის დასრულებისა და შედეგების შეჯამების შემდგომ;

 ბ) უცნობი რჩება, თუ რა „გარკვეული სახის მასალის“ მოძიებამ და დამუშავებამ განაპირობა სამინისტროს მიერ დამატებითი 10 დღიანი ვადის აღების საჭიროება, ზემოთ მოყვანილ პასუხის გაცემასთან მიმართებაში.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, 2012 წლის 22 აგვისტოს ინსტიტუტმა კვლავ მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილით (იხ. ინსტიტუტის შესაბამისი წერილი), რომლითაც მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ოლიმპიადის მედალოსანი თითოეული ქართველისპორტსმენისათვის, სახელმწიფობიუჯეტიდანგაცემულიწამახალისებელიფულადიჯილდოსოდენობისშესახებდაამფულადიჯილდოსგანსაზღვრის/დამტკიცებისშესახებსამართლებრივიაქტისასლი.

ამ შემთხვევაშიც, სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და მოითხოვა დამატებით ათდღიანი ვადა პასუხის გასაცემად (იხ. სამინისტროს შესაბამისი წერილი ).

მოთხოვნილი ვადის დაცვით, სამინისტრომ გასცა პასუხი ინსტიტუტს (იხ. სამინისტროს შესაბამისი წერილი ), რომელშიც მართალია ირკვეოდა, რომ ბატონი ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის აგვისტოს თვიდან მიიღებდა ყოველთვიურ სტიპენდიას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით,თუმცაზაფხულისოლიმპიადისმედალოსანი (მათშორის, ბატონი ლაშაშავდათუაშვილი) სპორტსმენებისთვისწამახალისებელიფულადიპრიზებიჯერ-ჯერობითკვლავაცარიყო განსაზღვრული.

აღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2012 წლის სექტემბრის თვის დასაწყისისთვის საქართველოს სპორტისადაახალგაზრდობის საქმეთასამინისტრო ფაქტობრივად აცხადებდა, რომ ოლიმპიადის მედალოსან ქართველსპორტსმენთათვის გათვალისწინებული ფულადი პრიზების ოდენობა ჯერ კიდევ უცნობი იყო.

2012 წლის 26 ნოემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის მიმართული წერილით  მოთხოვნილ იქნა საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის რიგი სამართლებრივი აქტების ასლები,  რაც ინსტიტუტის მიერ მიღებულ იქნა მთავრობის კანცელარიის მხრიდან ვადების დაცვით. ხსენებულ აქტებთან მიმართებაში, აღსანიშნავია, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N441 და 7 სექტემბრის N1711 განკარგულებები. ყველაზე საინტერესოა 7 სექტემბრის განკარგულება, რომელიც ეხება ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო პერსონალისა და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრების ფულადი პრიზებით დაჯილდოებას. ამ მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყო – 1 081 200 (ერთი მილიონ ოთხმოცდაერთი ათას ორასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი ხსენებული პირების ფულადი პრიზებით დაჯილდოვების მიზნით, ხოლო 2 444 000 (ორი მილიონ ოთხას ორმოცდაოთხი ათასი) ლარი – ოლიმპიური ჩემპიონის, პრიზიორებისა და მეხუთეადგილოსნების დამატებით დაჯილდოების მიზნით. განკარგულებას თან ერთვის დანართი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ:

  • ბატონი ლაშა შავდათუაშვილი პირველი ადგილის დაკავებისათვის დაჯილდოვდა 100 000 აშშ დოლარით (პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული თანხა) და 1 835 000  ლარით (დანამატი);
  • ბატონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მეორე ადგილის დაკავებისათვის დაჯილდოვდა 60 000 აშშ დოლარით (პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული თანხა) და 150 000  ლარით (დანამატი);
  • ბატონი დავით მოძმანაშვილი მეორე ადგილის დაკავებისათვის დაჯილდოვდა 60 000 აშშ დოლარით (პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული თანხა) და 150 000  ლარით (დანამატი);
  • ბატონი რევაზ ლაშხი მეორე ადგილის დაკავებისათვის დაჯილდოვდა 60 000 აშშ დოლარით (პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული თანხა) და 150 000  ლარით (დანამატი);
  • ბატონი დავით მარსაგიშვილი მესამე ადგილის დაკავებისათვის დაჯილდოვდა 40 000 აშშ დოლარით (პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული თანხა) და 50 000  ლარით (დანამატი);
  • ბატონი გიორგი გოგშელიძე მესამე ადგილის დაკავებისათვის დაჯილდოვდა 40 000 აშშ დოლარით (პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული თანხა) და 50 000  ლარით (დანამატი);
  • ბატონი მანუჩარ ცხადაია მესამე ადგილის დაკავებისათვის დაჯილდოვდა 40 000 აშშ დოლარით (პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული თანხა) და 50 000  ლარით (დანამატი);
  • ბატონი ვლადიმერ გეგეშიძე მეხუთე ადგილის დაკავებისათვის დაჯილდოვდა 8 000 აშშ დოლარით (პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული თანხა) და 3 000  ლარით (დანამატი);
  • ბატონი გურამ ფერსელიძე მეხუთე ადგილის დაკავებისათვის დაჯილდოვდა 8 000 აშშ დოლარით (პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული თანხა) და 3 000  ლარით (დანამატი);
  • ბატონი ირაკლი თურმანიძე მეხუთე ადგილის დაკავებისათვის დაჯილდოვდა 8 000 აშშ დოლარით (პრეზიდენტის განკარგულებით გათვალისწინებული  თანხა) და 3 000  ლარით (დანამატი);

 sport1

 აქვე აღსანიშნავია 15 მარტის განკარგულებაც, რომლის თანახმადაც ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივართა ჯგუფის გამგზავრებასა და დასწრებასთან დაკავშირებული ხარჯები საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 656 540 (ექვსას ორმოცდათექვსმეტი ათას ხუთას ორმოცი) ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოუყო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის გადასაცემად.

sport2

და ბოლოს, აღსანიშნავია რომ ინტერნეტ მედია საშუალების news.ge 15 აგვისტოს სტატიის თანახმად, საქართველო, მსოფლიო ქვეყნებს შორის, პირველია ოლიმპიელ ოქროს მედალოსნებისათვის დაწესებული ფულადი ჯილდოს ოდენობით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024