განცხადება პრესის მიერ არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაციის შესახებ

სიახლეები | განცხადებები 13 ნოემბერი 2012

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აფიქსირებს თავის პოზიციას რამდენიმე ინტერნეტ მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ეხება ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას: „გაუგებრობა ომბუცმენის დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით“. სამწუხაროდ, ჩვენს სტატიაში აღწერილი ინფორმაცია არასწორად იქნა გადმოცემული:

 http://www.headlines.ge/index.php?option=com_content&view=article&id=5886%3A2012-11-13-09-34-52&catid=2%3A2012-07-30-09-28-37&Itemid=2&lang=ge

http://www.tspress.ge/ka/site/articles/13287/

IDFI-ის სტატიაზე მითითებით, აღნიშნულ ინტერნეტ მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბატონ გიორგი ტუღუშს, საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მიღებული აქვს სექტემბრის თვის 10 დღის ხელფასი და პრემია (20 სექტემბრიდან-30 სექტემბრამდე), რაც IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში არ წერია:
„სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ გიორგი ტუღუშს, სახალხო დამცველის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ყოფილი სამსახურიდან იმ 10 დღის ხელფასი, პრემია და სხვა ხარჯები აუნაზღაურდა, რომლის დროსაც ის უფლებამოვალეობას აღარ ასრულებდა.
ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ტუღუშმა ხელფასის სახით მიღებული 3672 ლარი სახალხო დამცველის აპარატის საბიუჯეტო ანგარიშზე დააბრუნა, ხოლო პრემიის სახით მიღებული 5650 ლარის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ ვერ მიიღო“.

ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი კიდევ ერთხელ აზუსტებს აღნიშნულ საკითხს და გიორგი ტუღუშის მიერ 2012 წლის 20 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე მიღებული თანამდებობრივი სარგოს და პრემიის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ისე, როგორც წერია IDFI-ის სტატიაში:

„საინტერესო ფაქტს აგრეთვე წარმოადგენს აპარატის მიერ გაკეთებული დაზუსტება, რომ ბატონმა ტუღუშმა განახორციელა აპარატის საბიუჯეტო ანგარიშზე 2012 წლის 20-30 სექტემბრის პერიოდში მისთვის დარიცხული ხელფასის დაბრუნება. თუმცა არაფერია ნახსენები ათდღიან პერიოდზე დარიცხული პრემიის დაბრუნების შესახებ, რომელიც მკვეთრად აღემატება მის მიერ აღებულ ხელფასის ოდენობას. შესაბამისად, ერთადერთი საფუძველი ბატონი ტუღუშის მიერ პრემიის ბიუჯეტში არ დაბრუნებისა იყო ის, რომ სექტემბრის თვეში დარიცხული 5650,00 ლარი პრემიის სახით, მისი სექტემბრის თვის პირველი 20 დღის საქმიანობას შეეხებოდა“.


გთხოვთ, იხილოთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სტატიის სრული ტექსტი: https://opendatablog.wordpress.com/2012/11/12/gaugebroba-ombudsmenze/#more-527

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024