IDFI არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უერთდება

სიახლეები | განცხადებები 19 ოქტომბერი 2012

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აერთიანებს 12 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა მიზანია მედიაგარემოს გაუმჯობესება და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვა. კოალიციაში გაერთიანებული ორგანიზაციები წელიწადზე მეტია ერთობლივად ვმუშაობთ დასახული მიზნების მისაღწევად. ჩვენ შევიმუშავეთ და ხელისუფლებას წარვუდგინეთ არაერთი წინადადება კონკრეტული რეფორმების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ინიციატივებს მოქმედი ხელისუფლება ნაწილობრივ იზიარებდა კიდეც, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადახედვის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და პრაქტიკული ღონისძიებების გატარების გარეშე შეუძლებელია მედიაგარემოს გაუმჯობესება.


თითოეულ ქვემოთ მითითებულ საკითხზე წევრ ორგანიზაციებს შემუშავებული გვაქვს კონკრეტული წინადადებები და პროექტები და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ახალი შემადგენლობა მჭიდროდ ითანამშრომლებს ჩვენთან მედიაგარემოს გაუმჯობესების კუთხით.

 

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბება და განვითარება

2. MUST CARRY და MUST OFFER-ის რეგულირება მაუწყებლობის შესახებ კანონით

3. სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა

4. ინფორმაციის თავისუფლება - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

5. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა

6. აჭარის ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსის გადაჭრა

7. საჯარო პირებისა და საჯარო დაწესებულებების მხრიდან მედიასთან ურთიერთობის სტანდარტების შეცვლა

8. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესისა და ფუნქციების გადახედვა

 

იხილეთ სრული დოკუმენტი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024