შპს “სიტი-პარკის” ანგარიშების უცნობი დეტალები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 10 აპრილი 2014

downloadქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხს 2007 წლიდან კომპანია, შპს „სი-ტი პარკი“ არეგულირებს. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება და დახვეწა ეკისრება.

2007 წლის 9 ნოემბერს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. აუქციონის მოთხოვნის შესაბამისად აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს.

ამავე წლის 7 დეკემბერს თბილისის მთავრობასა და „სი-ტი პარკს“ შორის ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც „სი-ტი პარკის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიას 15 წლის ვადით პარკირების სფეროს მართვის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.

როგორც აღმოჩნდა, 7 წლის წინ მერიასა და „სი-ტი პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი კვლავ ხელმიუწვდომელია. ხელშეკრულების დეტალები უცნობია ქალაქის თვითმართველობის ორგანოსთვისაც. საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის, ჯაბა სამუშიას თქმით, ისინი 2010 წლიდან ცდილობენ „აღნიშნული ხელშეკრულების პირვანდელი ვარიანტის ხელში ჩაგდებას.“ საკრებულოს წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „კომპანიაში შესული თანხები და დანახარჯები არა პროპორციულია“, რაც ხელშეკრულების დამდებ ორივე მხარის მიმართ კითხვებს ბადებს.

აღნიშნული საკითხით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც (IDFI) დაინტერესდა და მიმართა ქ. თბილისის მერიას შპს „სი-ტი პარკთან“ გაფორმებული ყველა ხელშეკრულების ასლის მიღების მოთხოვნით.

2013 წლის 16 დეკემბერს IDFI-იმ ქ. თბილისის მერიიდან მიიღო ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის, ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტის ნაწილი და შპს „სი-ტი პარკის“ მიერ ქ. თბილისის მერიაში  წარდგენილი     ანგარიშების
ასლები. მერიასა და „სი-ტი პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რომლის მოწოდებაზე მერიამ ინსტიტუტს უარი განუცხადა, მისივე განმარტებით, წარმოადგენს შპს „სი-ტი პარკის“ კომერციულ საიდუმლოებას.

saidumlo

მერიის მიერ IDFI-ისთვის მოწოდებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მთავრობამ „სი-ტი პარკს“ მართლაც მიანიჭა პარკირების სფეროს ექსკლუზიური მართვის უფლება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. აქვე აღსანიშნავია, რომ მიღებულ მასალებში არსად არის მითითებული თუ რა ვადით იქნა ზემოთ ხსენებული ხელშეკრულება დადებული (როგორც ჩანს მოცემულია ხელშეკრულების გასაიდუმლოებულ ნაწილში) მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია „სი-ტი პარკის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ჩნდება სამართლიანი კითხვები: რატომ მიენიჭა კომპანიას პარკირების სფეროს მართვის ექსკლუზიური (ფაქტიურად მონოპოლიური) უფლება? რატომ წარმოადგენს ხელშეკრულების ვადა მერიის აზრით კომერციულ საიდუმლოებას და რატომ არ არის ის მერიასა და „სი-ტი პარკს“ შორის დადებული ხელშეკრულების ტექსტის იმ ნაწილში ასახული, რომელიც მერიამ IDFI-ის მოაწოდა?

„სი-ტი პარკის“ ექსკლუზიური უფლებები გამყარებულია ხელშეკრულების მე-9 მუხლითაც, რომლის მიხედვით თუ თბილისის მერია (ან ცენტრალური ან ადგილობრივი ან/და საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი სხვა ერთეული) მესამე მხარეს ან სხვა სამთავრობო ორგანოს გადასცემს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების მსგავს ან კონკრეტულ უფლებას, შპს „სი-ტი პარკი“ უფლებამოსილია მიიღოს ხელშეკრულების მე-12.2 მუხლით განსაზღვრული კომპენსაცია. მე-12.2 მუხლი სამწუხაროდ ხელშეკრულების ჩვენთვის უცნობ ნაწილს მიეკუთვნება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ განხილული ხელშეკრულების თანახმად მერიას აქვს დაშვება „სი-ტი პარკის“ სისტემაზე და შეუძლია დაუბრკოლებლად დააკვირდეს ინტერნეტით მის განსაზღვრულ საბანკო ანგარიშს. შესაბამისად ფლობს სრულ ინფორმაციას პარკირების საფასურის გადახდით მიღებული შემოსავლების შესახებ. გარდა ამისა „სი-ტი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების საფასურის ჩარიცხვა ხორციელდება უშუალოდ თბილისის მერიის ანგარიშზე.

kontroli
„სი-ტი პარკი“ ასევე ვალდებულია 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს თბილისის მერიას ინფორმაცია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. (ხელშეკრულების 16.1.5. მუხლი)

ვინაიდან თბილისი მერიას გააჩნია სრული ინფორმაცია პარკირების საფასურის გადახდით მიღებული შემოსავლების შესახებ, ხოლო ჯარიმების ჩარიცხვა ხორციელდება  უშუალოდ მერიის ანგარიშზე, IDFI-მა 2014 წლის 10 იანვარს მერიისგან მოითხოვა შემდეგი საჯარო ინფორმაცია:
1. 2007-2013 (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) შპს „სი-ტი პარკის“ განსაზღვრულ ანგარიშზე პარკირების საფასურის გადახდით ჩარიცხული თანხების ოდენობა.
2. 2007-2013 (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) ჯარიმების გადახდით თბილისის მთავრობის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ოდენობა.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების მოთხოვნაზე ინსტიტუტს თბილისის მერიისგან პასუხი სამწუხაროდ დღემდე არ მიუღია.

ამასთან „სი-ტი პარკის“ მიერ მერიისთვის მიწოდებული მოხსენებებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ივნისამდე კომპანიამ სულ გამოწერა დაახლოებით 1 160 874 საჯარიმო ქვითარი. ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდის მონაცემები ასე გამოიყურება:

chart
რაც შეეხება უფრო ადრინდელ წლებში გამოწერილ საჯარიმო ქვითრებს, „სი-ტი პარკის“ მიერ მერიისთვი წარდგენილ 2007 წლის დეკემბრიდან 2009 წლის ივნისამდე პერიოდის ანგარიშებში კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობის შესახებ კონკრეტული ციფრები მოცემული არ არის, ხოლო 2009 ივნისი-დეკემბრის ანგარიშის ასლი მერიის მიერ ინსტიტუტისთვის საერთოდ არ იქნა გამოგზავნილი. კონკრეტულად რა სიდიდის ჯარიმებზეა საუბარი მოცემული ანგარიშებიდან არ ჩანს, თუმცაღა თუ გავითვალისწინებთ, რომ „სი-ტი პარკის“ ჯარიმის მინიმალური ოდენობა 10 ლარს შეადგენს, მაშინ 2009-2013 წლებში ჯარიმების გადახდით თბილისის მთავრობის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ოდენობამ მინიმუმ 11 608 740 ლარი შეადგინა, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს საჯარიმო შემოსავლებისთვის.

გარდა ზემოხსენებული საკითხებისა IDFI-ის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 2010 წლის ივნისისა და დეკემბრის ანგარიშებმა (2009 წლის 7 დეკემბრიდან 2010 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი), რომელიც 2010 წლის 30 მაისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს და ქ. თბილისის მერის არჩევნების პერიოდს ემთხვევა.

ორივე ანგარიშში ვკითხულობთ:

„საანგარიშო პერიოდში საზოგადოების ინფორმირების მიზნით არ ჩატარებულა დამატებითი ღონისძიებები, რაც განპირობებული იყო საგადახდო სისტემების გაუქმებით, აგრეთვე, თბილისის მთავრობის სურვილის გათვალისწინებით, რომ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ყოფილიყო ცოტა ხმაური პარკირების საკითხთან დაკავშირებით.

თბილისის მთავრობის მიერ მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი უფლებამოსილების მინიჭების დაგვიანებამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა, ასევე თბილისის მთავრობის მითითების შესაბამისად აღსრულების შეჩერებამ არსებითი უარყოფითი გავლენა იქონია შემოსავლების გენერირებაზე.“
amonarideeb

აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წინა საარჩევნო პერიოდებში, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა თბილისი მერიის მხრიდან „სი-ტი პარკის“ საქმიანობის საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოყენებას. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ მსგავსი მანიპულირებები ხორციელდებოდა არჩევნების წინ მოსახლეობის განწყობაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ამაზე 2009 წლის 7 დეკემბრიდან 2010 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით „სი-ტი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების სხვა პერიოდთან შედარებით დაბალი რაოდენობაც მეტყველებს.

„სი ტი პარკ“-ის საქმით 2014 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც დაინტერესდა. კონკრეტულად რატომ დაიწყო წლების წინ დადებულ ხელშეკრულებაზე გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024