საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

სიახლეები | განცხადებები 8 იანვარი 2014

7 იანვარი, 2014

ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს დაკომპლექტების პროცესს. ვფიქრობთ, რომ პარლამენტის მიერ დანიშნულმა შესარჩევმა კომისიამ სანიმუშოდ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულა კანონის მოთხოვნა და საზოგადოების დაკვეთა, პროცესი წარმართა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად, დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება მისცა პირდაპირ ეთერში ედევნებინა თვალი კანდიდატებთან გასაუბრებისთვის და მეურვეობის 68 მსურველიდან შეარჩია 27 ღირსეული კანდიდატი.

სამწუხაროდ, პარლამენტმა ვერ შეძლო წარდგენილი სიიდან სასურველი კანდიდატების ამორჩევა. დემოკრატიულად დაწყებული პროცესი შეფერხდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, იგეგმება ხელახალი კონკურსი, რაც მოიცავს საფრთხეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ პოლიტიკური ნიშნით არჩეული კანდიდატები. ამით დაზარალდება როგორც მაუწყებელი, ასევე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესი.

მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, რომ გაითვალისწინონ საზოგადოების მაღალი ინტერესი, მიაღწიონ რთულ, მაგრამ აუცილებელ შეთანხმებას, აირჩიონ მეურვეები დასახელებული 27 კანდიდატიდან და ხმა მისცენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებას პოლიტიკური კონტროლისაგან.

 

შემოუერთდი მიმართვას!

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024