კომუნიკაციების ეროვნული კომისია ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს

სიახლეები | სტატია 27 ოქტომბერი 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის 20 აგვისტოს რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის მობილური სადგურის და სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

 

2014 წლის 12 აგვისტოს გამოცხადებულ SPMA 140019269 ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა - კომპანია ROHDE & SCHWARZ GmbHV & CO-მ მიიღო.

 

სატენდერო პირობები გამოქვეყნებული იყო ინგლისურ და ქართულ ენებზე, თუმცა როგორც ეს მარეგულირებელი კომისიის წერილიდან ირკვევა სატენდერო კომისიის მიერ დამატებით არ მომხდარა პოტენციური მონაწილეების წერილობითი ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოწვევა.

 

ტენდერის პროცესის გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სატენდერო კომისიის სხდომაზე დამკვირვებლად მიწვეული იყო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც (IDFI) და მედია. სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი იყო რომ პრეტენდენტი კომპანია უნდა ყოფილიყო შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე, რომელსაც ექნებოდა მსგავსი ტიპის სისტემის დანერგვის და მომსახურების გაწევის არა ნაკლებ 20 წლიანი გამოცდილება მინიმუმ მსოფლიოს 50 ქვეყანაში, რომელთაგანაც 30 ქვეყანა იქნებოდა ევროპული.

 

IDFI-მ 2014 წლის 12 სექტემბერს წერილობით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. IDFI-მ წერილში ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შესყიდვის საწყისი საფასურის განსაზღვრა და შესყიდვის გეგმის შედგენისას თანხის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად ბაზრის მოკვლევის არსებობა და მისი შედეგები. IDFI დაინტერესებული იყო თუ რომელი კომპანიების შემოთავაზებებით მოხდა საწყისი სატენდერო ფასის დადგენა. წარმომადგენლების მიერ სატენდერო კომისიის წინაშე სხვა კითხვებს შორის ასევე დაისვა კითხვა თუ რამდენ კომპანიას შეეძლო დაეკმაყოფილებინა ის კრიტერიუმები, რომელიც გამოაქვეყნა მარეგულირებელმა კომისიამ.


სხდომის მსვლელობის დროს, IDFI-ის წარმომადგენელმა და კომისიის წევრებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: აპარატურის ფასი, ტენდერში მონაწილე კომპანიები და მათი შერჩევის მეთოდები, კომპანია ROHDE & SCHWARZ GmbHV & CO და სხვა.

 

წარმოდგენილი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად დადგინდა რომ კომპანიის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მონაცემები შეესაბამება სატენდერო განცხადებით დადგენილ მოთხოვნებს თუმცა, სატენდერო წინადადება საჭიროებდა დაზუსტებას.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N12/216214 წერილის თანახმად, კომისიის მიერ დამატებით არ მომხდარა პოტენციური მონაწილეების წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტით მოწვევა, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ სატენდერო პირობები გამოქვეყნებული იყო ინგლისურ და ქართულ ენაზე. კომისიის წარმომადგენლებმა ამავე წერილში აღნიშნეს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის და მობილური სადგურის შესაძენად თანხის განსაზღვრისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს დიდი ხნის განმავლობაში. კომისიის წარმომადგენლის აზრით, ტენდერში მითითებული გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეეძლო დაეკმაყოფილებინა ბევრ კომპანიას (LS Telecom, Aselsan, Tadiran, Radixon და სხვა).

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, IDFI-სთვის გადმოგზავნილი 2014 წლის 21 ოქტომბრის N12/216214 წერილში აღნიშნა, რომ სატენდერო კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის N3 ოქმის საფუძველზე, კომისიის მიერ 2014 წლის 12 აგვისტოს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს SPMA 140019269 მიენიჭა სტატუსი „ტენდერი შეწყვეტილია“.

 

კომისიის წერილის შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ კომისია გეგმავს სრულყოფილი ტექნიკური მოთხოვნის საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემის შეძენას. აქედან გამომდინარე, წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ერთიანად შეიძინონ მონიტორინგის სისტემის სრული კომპლექტი, რადგან ნაწილ-ნაწილ შეძენის შემთხვევაში კომისიამ ელექტრონული ტენდერი მრავალჯერადად უნდა გამოაცხადოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხარჯების არასწორად განკარგვა.

 

ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას აღნიშნული ტენდერის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ოპტიმალური და არადისკრიმინაციული პირობების დაწესება, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული საწყისი სატენდერო ფასის დადგენა და ბაზრის მოთამაშეების ჩართულობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ შედის შემსყიდველის პირდაპირ ვალდებულებებში, ისევე როგორც პროცესის გამჭვირვალობა, ხელს შეუწყობს კომისიის სახსრების ეფექტიან ხარჯვას.

/public/upload/IDFI/27.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023