IDFI-მ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსთან მემორანდუმი გააფორმა

სიახლეები | მემორანდუმები 17 ოქტომბერი 2014

„ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმის მიზანია, დადგინდეს და გაუმჯობესდეს სამუშაო პროცესი ხელმომწერ მხარეებს შორის. სააგენტოს მიზნებია: ციფრულ მაუწყებლობაზე სამუშაოთა კოორდინაცია, სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირებით უზრუნველყოფა, ასევე, ამ პროცესის საინფორმაციო მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობისათვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა.


IDFI ანხორციელებს პროექტს “ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა“, რომლის დონორსაც ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF) წარმოადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის მიზანია ციფრული საეთერო მაუწყებლობის პლატფორმაზე გადასვლის პროცესის სწორად წარმართვა, კერძოდ, პროცესის მოქცევა დემოკრატიულ ჩარჩოებში და ქართული მედია ბაზრის ოპერატორების ინტერესების გათვალისწინება, ასევე, ევროკავშირის დირექტივების და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა. ორგანიზაცია ასევე მუშაობს არსებული საუკეთესო პრაქტიკის რეგულირებისათვის მიღებული სამართლებრივი აქტების კვლევის, რეკომენდაციების წარდგენის და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის ადვოკატირების მიმართულებით.


გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ორივე მხარეს აქვს ვალდებულება ინფორმაციის გაცვლაზე, რათა უკეთ განისაზღვროს და შესრულდეს დასახული ამოცანები.


საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო სტრატეგიის პოლიტიკის დოკუმენტმა შექმნა შესაბამისი წინაპირობები და შესაძლებლობები ციფრულ საეთერო მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლისთვის. მხარეები ითანამშრომლებენ შუალედური ანგარიშების, ვიდეო რგოლების, საინფორმაციო გზამკვლევების მომზადებისა და საკომუნიკაციო კამპანიის ჩატარების საკითხებში.

IDFI ვლდებულია:

  • www.digitaltv.ge -ს დომეინი დაარეგისტრიროს სააგენტოს სახელზე. ვებგვერდის მართვის და ყველა სხვა უფლება სააგენტოს საჩუქრად გადაეცემა.
  • სააგენტოს საკუთრებაში გადასცეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ მომზადებული ყველა სარეკლამო ვიდეო რგოლი და სააავტორო უფლებები რგოლებში გამოყენებულ მუსიკალურ ნაწარმოებზეც. 

 

ასევე, მხარეები ითანამშრომლებენ იმ საკითებში, რომელიც შედის ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს უფლებამოსილებაში, მათ შორის ინორმაციის გაცვლის, კონსულტაციისა და იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის N1-1/38 ბრძანებით დამტკიცებული ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დებულებით.


შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობა განხორციელდება საზოგადოებრივ საწყისებზე, არაკომერციულ საფუძველზე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს დახმარებით. 


სააგენტო უზრუნველყოფს იმ საკითხების სრულ გამჭვირვალობას, რომელიც დაკავშირებულია მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან. თანამშრომლობა ასევე მოიაზრებს IDFI-ის ჩართულობას საჯარო კონსულტაციებისა და მონიტორინგის პროცესში.

 

/public/upload/IDFI/23.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024