ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობა ალბანეთში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 ნოემბერი 2014

2014 წლის 18 სექტემბერს ალბანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელმაც ჩაანაცვლა ქვეყანაში 1999 წლიდან მოქმედი ნორმატიული აქტი. ახალი კანონი ძალაში ამა წლის 1 ნოემბერს, ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან 15 დღეში შევიდა.


ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ალბანეთის ახლადმიღებული კანონი საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც ინფორმაციის ხელმისაწვდომებისკენ მიმართული ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ათანაბრებს ალბანეთში მოქმედ კანონმდებლობას რეგიონსა და მის მიღმა დანერგილ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან.


როგორც ალბანეთის ღია მმართველობა ინიციატივის აღმასრულებელი დირექტორი ანდი ბონრუში აღნიშნავს ახლადმიღებული კანონი არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეფორმირების პროცესში საჯარო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი. მიღებული კანონის ყველაზე მნიშნველოვანი საკითხები რამდენიმე ნაწილად შეიძლება დაიყოს:

 

  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს შექმნა

აღსანიშნავია, რომ გაფართოვდა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ინსპექტორის უფლებამოსილება და მას მიენიჭა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების უფლება. 

 

  • საჯარო ინფორმაციის ცნების ფართო განმარტება 

ახალი კანონი განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაცია არის საჯარო უწყებაში დაცული ნებისმიერი მონაცემი, მისი შენახვის ფორმის მიუხედავად.

 

  • საჯარო დაწესებულების ფართო განმარტება

საჯარო ინფორმაციის შესახებ ახალი კანონი იძლევა საჯარო დაწესებულების ფართო განმარტებას. კერძოდ აღნიშნული განმარტების ქვეშ ხვდებიან კერძო სამართლის იურიდული პირები, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს წილების უმეტესობას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირი, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას.

  

  • საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

ახლად-მიღებული კანონის თანახმად ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია შექმნას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის საშტატო ერთეული. ისინი ზედამხედველობას გაუწევენ უწყების მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებებზე რეაგირების პროცესს.

 

  • შემცირებული ვადები

საჯარო ინფორმაციის მიწოდების ვადა შემცირდა. მოქმედი კანონმდებლობით საჯარო დაწესებულება ვალდებულია 10 დღის ვადაში მიაწოდოს განმცხადებელს მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

  • ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება

საჯარო დაწესებულებებს დაეკისრათ ვალდებულება პროაქტიულად გამოქვეყნონ კონკრეტული სჯარო ინფორმაციის შემცველი მონაცემები.

 

  • სანქციები ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვისთვის

ახალი კანონი ითვალისწინებს მკაცრ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის ზომებს, ჯარიმების სახით. აღნიშნული სანქციები დაეკისრებათ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც დაარღვევენ კანონის მოთხოვნებს.

 


როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიუხედავად კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებებისა ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ როგორ მოხდება მათი პრაქტიკაში იმპლემენტაცია და შეძლებს თუ არა ახალი კანონი არსებული პრობლემების აღმოფხვრას.


აღსანიშნავია, რომ ამჟამად პარტნიორობა ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს "ინფომრაციის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობა. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩართული IDFI. უნდა ითქვას, რომ არსებული სამუშაო დოკუმენტი, რომელიც ამჟამად იუსტიციის სამინისტროს მიერ მუშავდება, მოიცავს ყველა იმ სიახლეს, რომელიც ალბანეთის ახალადმიღებულ კანონში არის გათავლისწინებული.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და არსებული მოლოდინები

30.12.2024

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024