IDFI: თსუ-ში პრემიებისა და დანამატის სახით 6 მილიონი ლარი გაიცა

IDFI მედიაში | ანალიზი 28 ოქტომბერი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრემიებისა და დანამატების სახით 6 მილიონი ლარი გაიცა.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ლიდერობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 549 824.86 ლარით.



თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ტექნიკური უნივერსიტეტი 2 250 361 ლარით. 448 079 ლარიდან 938 146.5 ლარამდე მერყეობს უნივერსიტეტებში გაცემული პრემიებისა და დანამატების რაოდენობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.



IDFI-მ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში აკრედიტირებულ 10 უნივერსიტეტს 2013 წლის აპრილს გაუგზავნა 190 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა.


ორგანიზაციამ წერილით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტს, ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შ. მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს.



IDFI-ის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 75.3% შეადგენს. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე უნივერსიტეტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს 99%–ით.


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მეორე ადგილასაა 96.1%-ით. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლის მქონე რიგით მესამე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია 89.2%-ით.



ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვეენებლი აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტშია, რომელმაც IDFI-ს არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024