2015 წლის ყველაზე დახურული და არაანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები

სიახლეები | სტატია 15 დეკემბერი 2015

გადმოიწერეთ pdf ვერსია

 

2015 წელს განხორცილებული მონიტორინგის ფარგლებში IDFI-ის მიერ გამოვლენილი იქნა ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აღნიშნულმა უწყებამ, პროექტის განხორციელების პერიოდში, ყველაზე მეტი 44 მოთხოვნა დატოვა უპასუხოდ.

 

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს, ისევე როგორც 2014 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარს აცხადებდა გაეცა საჯარო ინფორმაცია, რომელსაც ის ყოველგვარი შეფერხების გარეშე და სრულყოფილად გასცემდა (2012-2013 წლებში) არჩევნების შემდგომ პერიოდში. 2015 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა აწარმოა ორი დავა უწყების წინააღმდეგ, თუმცა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა ჩვენი ადმინისტრაციული საჩივრები. სამინისტრომ არ გაითვალისწინა არც 2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მათზე გაცემული რეკომენდაცია ინსტიტუტის დარღვეული უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით, არც მინისტრის სახელზე IDFI-ის მიერ გაგზავნილ ღია წერილს მოყოლია რაიმე სახის რეაგირება.

 

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ 2015 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ინსტიტუტის სარჩელი და ეკონომიკის სამინისტროს დაავალა სრულყოფილი სახით გასცეს ინფორმაცია ინსტიტუტის 16 მოთხოვნაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამინისტრო არღვევს ჩვენს უფლებას როდესაც არ გასცემს ღია საჯარო ინფორმაციას.

 

ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტსაც, რომ 2013-2015 წლების განმავლობაში IDFI და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობდნენ სხვადასხვა პროექტებში (ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერა, სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის კვლევა და სხვა). სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენთვის მართლაც მოულოდნელი იყო შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპების უგულვებელყოფა.


ყველაზე არაანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები


საქართველოს 286 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის 2015 წელს მხოლოდ რვა დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, ვინც სრულად უგულებელყო კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა ინსტიტუტის ყველა განცხადება, საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, IDFI-ის მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა შვიდმა უწყებამ და წალკის საკრებულომ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული ზემოთ ხსენებული უწყებები, 2012-2013 წლების პროექტის განმავლობაში მაღალი ანგარიშვალდებულებით გამოირჩეოდნენ, თუმცა 2014 წლიდან აღნიშნულ დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და 2015 წელს მათ ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს.

 

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლების შედარება 2014 და 2015 წლების მიხედვით (პროგრესი და რეგრესი ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში)


ქვემოთ წარმოდგენილ გრაფიკში მოცემულია 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებლის ცვლილება განვლილ პროექტთან (2013 ოქტომბერი - 2014 დეკემბერი) შედარებით. აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ რეგრესს რომელიც განიცადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც ყველაზე გაუმჭვირვალე ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ბოლო სამეულშია). კერძოდ, 2014 წელს ინსტიტუტმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დააჯილდოვა სპეციალური სიგელით საუკეთესო პროგრესისთვის, რადგან მთავრობის გამჭვირვალობის რეიტინგმა 2013 ოქტომბერი - 2014 დეკემბერის პერიოდში განხორციელებული პროექტის ფარგლებში შეადგინა 98 %. სამწუხაროდ, უკვე 2015 წლის მონიტორინგის პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი 24 მოთხოვნა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგში მიიღო მხოლოდ 23.3 %, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის რეგრესის პროცენტულმა მაჩვენებელმა შეადგინა 74,80%.

 

 

რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, 2014 წელთან შედარებით, აღნიშნულმა უწყებამ 45,9%-ით გააუარესა საკუთარი მაჩვენებლები, დატოვა რა უპასუხოთ IDFI-ის მიერ გაგზავნილი 25 განცხადება. აღნიშნული განსაკუთრებით გასაკვირია იმის ფონზე, როდესაც იუსტიციის სამინისტრო არის საერთაშორისო ინიციატივის „პარტნიორობა ღია მმართველობისათვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ამავე დროს საქართველოს „ინფორმაციის თავისუფლების“ ახალი კანონის პროექტის ინიციატორი უწყება.

 

 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სამინისტროებს დაქვემდებარებულ უწყებებს შორის 2015 წელს ყველაზე დაბალი ანგარიშვალდებულებით გამოირჩნენ იუსტიციის სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებები (11 დაწესებულება). მათი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 2015 წელს შეადგენს 1.5%-ს. 2015 წელს დაბალი ანგარიშვალდებულებით გამოირჩნენ აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები (7 უწყება), რომელთა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელმა 35.8% შეადგინა. კვლევის მიხედვით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საშუალოდ ყველაზე მაღალი, 100%-იანი მაჩვენებელი, მიიღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ორმა უწყებამ.

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო და სხვა საჯარო დაწესებულებების კატეგორიაში განთავსებულ უწყებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის გაუარესების თვალსაზრისით გამორჩეულია აღსრულების ეროვნული ბიურო (რეგრესი 79%).

რაც შეეხება ქალაქ თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებს, პროექტების მიხედვით განსხვავებული ტენდენციები ფიქსირდება. კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიის 2015 წლის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა 90.9% შეადგინა, რაც 2012 წლის ივნისი - 2013 წლის ივლისის მაჩვენებელს 14.8%-ით, ხოლო 2013 ოქტომბერი - 2014 დეკემბრის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.


განსხვავებული მდგომარეობაა თბილისის საკრებულო შემთხვევაში. კერძოდ, 2015 წელს განვლილ პროექტთან (2013 ოქტომბერი-2014 დეკემბერი) შედარებით საკრებულოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 27.2%-ით შემცირდა და მხოლოდ 62.3% შეადგინა. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ თბილისის საკრებულოს მიერ 2015 წელს არ იქნა სრულყოფილად გაცემული ის ინფორმაცია (მაგალითად, როგორიცაა საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიები და დანამატები, გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები, სამივლინებო ხარჯები და სხვ.), რაც დეტალურად იქნა მათ მიერვე გასაჯაროებული განვლილი პროექტის ფარგლებში.

 

გადმოიწერეთ სრული ანგარიში
გადმოიწერეთ რეიტინგი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024