საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი

პროექტები | დასრულებული პროექტები 22 ივლისი 2020

  

 

 

პროექტის სახელწოდება: საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი
დონორი: ევროკავშირი (EU)
პროექტის კოდი: ENI/2020/417-626
სრული ბიუჯეტი: EUR 59,960
ხანგრძლივობა: 22 ივლისი, 2020 – 21 ივლისი, 2021

 

 

აღწერა

 

საგანგებო მდგომარეობისა და კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შედეგად, საქართველოს მთავრობას უფლება ეძლევა თავისი უფლებამოსილებები ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი მექანიზმების გვერდის ავლითა და ადამიანის უფლებების შეზღუდვით შეასრულოს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ გამოაცხადა 3.5 მილიარდიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეების სოციალური დახმარების, ჯანდაცვისა და ბიზნესის გაჯანსაღებისაკენ. ასევე, შეიქმნა StopCov ფონდი, რომლის საშუალებითაც პირებს და კომპანიებს შეუძლიათ თანხის შეწირვა ვირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. ამ დროისთვის, ფონდი 133 მილიონამდეა გაზრდილი. გარდა ამისა, დონორმა ორგანიზაციებმა გამოაცხადეს მზადყოფნა, საქართველოს მიაწოდონ 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას. ამრიგად, მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლისკენ მიმართულ  აქტივობებზე, სახელმწიფო ხარჯებზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვებზე ეფექტური სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელება.

 

მთავრობის მიერ კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გატარებული ზომები წარმოშობენ ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის რისკებს. ზოგადად, ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დარღვევები ფიქსირდება გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის სიტუაციებში, როდესაც ხელისუფლება აღიჭურვება დამატებითი უფლებამოსილებებით და შესაძლოა გაჩნდეს ამ უფლებამოსილების არამიზნობრივი ან გადამეტებით გამოყენება. კრიზისის დროს მთავრობაზე ეფექტური გარე კონტროლის განხორციელება და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან განსაკუთრებით მაღალია ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი.

 

პროექტი ხელს შეუწყობს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ხარჯების, StopCov ფონდის განკარგვასთან, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებასთან და დონორთა დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, შესწავლილი და შემსუბუქებული იქნება კოვიდ-19 კრიზისის განმავლობაში ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის რისკები.

 

 

აქტივობის მიზნები

 

ზოგადი მიზანი

 

 საქართველოში, პანდემიის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების ეფექტურობისა და პროპორციულობის გაზრდა.

 

კონკრეტული მიზნები

 

1: მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ხარჯების და ანტიკრიზისული გეგმის კონტექსტში, მონიტორინგის, ანგარიშვალდებულების, ცნობიერების ამაღლების და ადვოკატირების მეშვეობით.

 

2: ადამინის უფლებების სტანდარტების გაძლიერება მონიტორინგის, ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მეშვეობით.

 

 

აქტივობები

 

- კოვიდთან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, StopCov ფონდის ხარჯვის და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგი.

 

- ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების პერიოდში.

 

- მონიტორინგის შედეგების / რეკომენდაციების გამოქვეყნება და გავრცელება, როგორც ონლაინ ასევე პრეზენტაციებისა და სამუშაო შეხვედრების მეშვეობით.

 

- სამი საჯარო ონლაინ დისკუსიის გამართვა.

 

- რეკომენდაციების შემუშავება.

 

- რეკომენდაციების ადვოკატირება 2 პრეზენტაციის და 2 სამუშაო შეხვედრის მეშვეობით.

 

 

აქტივობის შედეგები:

 

- კოვიდ-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების არასწორი განკარგვის, ანტიკრიზისული გეგმის არაეფექტური იმპლემენტაციის და დონორებისგან მიღებული დახმარების არასათანადო განაწილების შესაძლო შემთხვევების გამოვლენა და გამოსწორება.

 

- კოვიდ-19-ის კრიზისის განმავლობაში, ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის რისკების შემსუბუქება.

 

- კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების და ხარვეზების შესახებ, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

 

პროექტის განრიგი და ბიუჯეტი

 

/public/upload/EU/Spec_Cond_signed - IDFI.pdf

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024