საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის“სამტრესტი”ვებ-გვერდის მონიტორინგი
2011 წლის 11 აგვისტოს პროექტ - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის “სამტრესტი” ოფიციალური ვებ-გვერდის (www.samtrest.gov.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდომობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის“სამტრესტი”ოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 11.37%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 42.13%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 26.75%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის “სამტრესტი” ვებ-გვერდის მონიტორინგი 2011
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge