2012 წლის 21 თებერვალს პროექტის - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" ვებ-გვერდის (www.sakpatenti.org.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდომობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" ოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 16.50%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 39.62%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 28.06%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის ვებ-გვერდის მონიტორინგი 2012
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge
ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით
05.08.2024ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024
29.07.2024