საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის მონიტორინგი
2011 წლის 22 დეკემბერს პროექტ - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.procurement.gov.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდომობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 14.37%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 57.70%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 36.03%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის მონიტორინგი 2011
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge