2011 წლის 9 ივნისს პროექტ- "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საქართველოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.spd.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდომობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალურივებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 10.07%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 42.05%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 26%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი - მონიტორინგი 2011
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე- info@idfi.ge