საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგი
2011 წლის 28 ოქტომბერს პროექტ - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.mcs.gov.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდომობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის ხელახალი მონიტორინგი. თუმცა, ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ტექნიკური გამართულობის მხრივ ვებ-გვერდი კვლავ საჭიროებს დახვეწას.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განახლებული ოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 16.50%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 35.32%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 25.91%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგი 2011
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge