2011 წლის 24 ივნისს პროექტ - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.gnfc.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდოობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 12.71%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 34.89%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 23.8%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდის მონიტორინგი 2011
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge