საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდის მონიტორინგი
2011 წლის 6 ივლისს პროექტ - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.dpa.gov.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდომობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 9.78%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 40.78%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 25.28%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდის მონიტორინგი 2011
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge