2012 წლის 3 მარტს პროექტის - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგი" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.electionreforms.ge) საინფორმაციო გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის შეფასებითი მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 8.43%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 37.64%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 23.035%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდის მონიტორინგი 2012
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge