„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალური ქსელის მონიტორინგი – წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 27 აგვისტო 2012

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

 

ივლისის თვის მიხედვით, საარჩევნო მარათონში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი დროის მონაცემები ასეთია: იმ გადაცემებში, რომელთა ნახვაც მომხმარებელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალურ ქსელში 1-ლიდან 31 ივლისის ჩათვლით შეეძლო სულ  ათი პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო კამპანია გაშუქდა. ესენია: „ნაციონალური მოძრაობა“, კოალიცია „ქართული ოცნება“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიანულ-დემოკრატიული  მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ქართული დასი“, „თავისუფალი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“ და  “დემოკრატიული  მოძრაობა – ერთიანი საქართველო“. ცალკე გამოვყავით კიდევ ორი სუბიექტი – საქართველოს პრეზიდენტი  და მთავრობა.

 

ყველაზე მეტი დრო კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაეთმო 17 %, მეორე ადგილს 13 % -ით მემარჯვენეები იკავებენ. დროის 12 %  „მოამბესა“ და  პოლიტიკურ თოქ-შოუებში „ქრიასტიან-დემოკრატებს“ დაუთმეს, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის გაშუქების პროცენტულმა წილმა კი მხოლოდ 4% შეადგინა. თუმცა საერთო ჯამში მმართველი გუნდის  წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე პრეზიდენტისა (10%) და მთავრობის წევრების (14%)   გაშუქების  მაჩვენებლების ჩათვლით 28 %-ი მოდის. მაჩვენებლები  ძირითადად საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გასული სიუჟეტების  რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე მივიღეთ.

 

 

 

ბუნებრივია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე  ტელეკომპანიები წინასაარჩევნო რეჟიმში მაუწყებლობენ და დროის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებში, საარჩევნო საკითხების გაშუქებას უთმობენ. მაგრამ სოციალური ქსელის გამოყენება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ, წინასააარჩევნო საკითხების გასაშუქებლად და განსახილველად არ ხდება. ერთადერთი თემა რომლის მიმართაც  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ Facebook-ის მომხმარებელი დაინტერესებას გამოხატავს, გამოთქვამს მოსაზრებებს, სვამს კითხვებს  და ღებულობს პასუხს სპორტია.

 

 

მომხმარებლის 86%  იწონებს და მეგობრებს უზიარებს მხოლოდ სპორტთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 10%- ის მნიშვნელოვანი წილიც, რომელიც დაანონსებულ გადაცემებზე და რეკლმაზე მოდის ძირითადად სპორტს ეხება, რადგან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად სწორედ სპორტული მოვლენების დაანონსება ხდება. 2 % ერგო იმ თემებს რომელიც ბლოკში – საზოგადოება – გავაერთიანეთ. პოლიტიკური საკითხებისადმი ინტერესი მომხმარებლის მხოლოდ ერთმა პროცენტმა გამოხატა,  ამდენივემ მოიწონა გასართობი გადაცემები.

 

ერთი თვის მანძილზე საინფორმაციო გამოშვებებს   საერთო ჯამში  მხოლოდ  ექვსი „ლაიქი“აქვს. მომხმარებელი კომენტარსაც, იქნება ეს უბრალოდ მოსაზრება, პრობლემის გაზიარება,  კრიტიკა თუ შეკითხვები, სპორტთან დაკავშირებით აკეთებს. გაურკვეველია მაყურებლის ინტერესებიდან გამომდინარე გახდა სპორტის თემა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტული, თუ ტელეკომპანიამ თავად აირჩია ეს სტრატეგია. ფაქტია რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალურ ქსელის რეალური და აქტიური  მომხმარებელი მხოლოდ ის მაყურებელია, რომელსაც ყველა სხვა საკითხზე  მეტად  სპორტი აინტერესებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024