„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალური ქსელის მონიტორინგი 1-31 ივლისი

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 24 აგვისტო 2012

ავტორი: მარიკა კეჭაყმაძე

 

პირველი ივლისიდან  31 ივლისამდე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით დიდი დრო დაეთმო სპორტული სიახლეების  გაშუქებას. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენებით იყო დატვირთული – მთელი მსოფლიო  ადევნებდა თვალს ჯერ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს,  შემდეგ კი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ Facebook-ის გვერდზე განთავსდა უამრავი ფოტო და ანონსი, ასევე სპორტული გადაცემები და თოქ-შოუები.  მომხმარებელს  Facebook-ზე შეეძლო საფეხბურთო მატჩების, შეჯიბრებებისა და ორთაბრძოლების ნახვა.

 

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და სხვა თემები „პირველი არხის“ სოციალურ ქსელში არ არის ცალკე სიუჟეტის, მოკლე ინფორმაციის ან ფოტოების სახით მოცემული. ძირითადად საინფორმაციო პროგრამა მოამბეში შუქდება ან  თოქ – შოუების მთავარი თემაა. ამიტომ ნაწილობრივ ამ გადაცემების კონტენტის ანალიზის ჩატარებაც გახდა საჭირო. საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შინაარსის მიხედვით შემდეგ თემატურ ბლოკებში  გავაერთიანეთ: პოლიტიკა, საზოგადოება, სოციალური თემატიკა, მეცნიერება, ეკონომიკა, მსოფლიო ამბები, კულტურა, სპორტი. ცალკე გამოვყავით შემეცნებითი და გასართობი გადაცემები და რეკლამა/ანონსის ბლოკი. სპეციალური ბლოკი დავუთმეთ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

 

ფეისბუქის გვერდზე განთავსებული „პოსტების“, სხვადასხვა გადაცემისთვის შერჩეული თემებისა და მოამბეში გასული სიუჟეტების რაოდენობრივი ანალიზის მიხედვით ყველაზე პრიორიტეტული  საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალურ ქსელში სპორტის თემატიკაა 21 %-ით,  საარჩევნო საკითხების გაშუქების რაოდენობრივი მაჩვენებელი 18%-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილე პარტიების ან კანდიდატების კამპანიების მედიაში გაშუქების ტენდენციებს მიმოიხილავს გადაცემა მედია-მონიტორი, რომელსაც დაინტერესებული მომხმარებელი პირველი არხის სოციალურ ქსელში ნახავს. ივლისში  ძირითადად სააჩევნო საკითხები იყო დავით პაიჭაძის გადაცემა დიალოგის, ასევე თოქ-შოუების საჯარო პოლიტიკა,  ევროპული არჩევანი და აქცენტები -   მთავარი განხილვის თემა. არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები მოამბის სპეციალურ ნაწილში საარჩევნო მოამბეში და არჩევნების ქრონიკაში გაშუქდა. ცალკე ბლოკში გამოვყავით მოამბეში გასული სიუჟეტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრეზიდენტის ვიზიტების შესახებ (2%), წინასაარჩევნო პერიოდში ეს აქტივობები შეიძლება მაინც საარჩევნო კამპანიის ნაწილად ჩავთვალოთ. ცალკეა პოლიტიკის ბლოკიც – საგარეო პოლიტიკის და სხვა პოლიტიკური თემებით, რომლის წილიც 4 % შეადგენს. აქედან გამომდინარე  შეიძლება  ითქვას რომ ყველაზე აქტუალური საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალურ ქსელში მაინც პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები იყო, რაც საერთო ჯამში გავრცელებული  ინფორმაციის 24 % -ს მოიცავს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024