საქართველოს სასამართლო სისტემის ელ-გამჭვირვალობის მონიტორინგი

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 4 დეკემბერი 2012

 

2011 წლის ოქტომბერში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო პროექტი „საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ .

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა სისტემის ელექტრონული რესურსების მონიტორინგის და სასამართლო სფეროს მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების ვიზუალიზაციის გზით საქართველოს სასამართლო სისტემის მუშაობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, სასამართლო სისტემაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროექტის მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ინსტიტუტის მიერ ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად დასახულ იქნა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ელექტრონული რესურსების მონიტორინგი.

პროექტის მიზნებისათვის, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ელექტრონული რესურსების მონიტორინგი გულისხმობდა ინტერნეტ სივრცეში არსებულ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის არსებობის, არსებული ინფორმაციის ხარისხისა და ვებ-გვერდების ტექნიკური გამართულობის (ელექტრონული ხელმისაწვდომობის) მდგომარეობის დადგენას.

პროექტის ფარგლებში, ინფორმაციული შიგთავსისა და ელექტრონული კომპონენტის შესაფასებლად შერჩეულ იქნა ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომი საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა 17 ოფიციალური ვებ-გვერდი. 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგენილ იქნა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ელ. გამჭვირვალობისა და ელ. ხელმისაწვდომობის შემდეგი მაჩვენებლები:

 

ინსტიტუტის მიერ მონიტორინგის დასრულებისას, თითოეულ სასამართლოს, ვისი ვებ-გვერდიც დამონიტორინგებულ იქნა გადაეგზავნა შესაბამისი სარეკომენდაციო ფურცელი. მონიტორინგის დოკუმენტები, რომელშიც ასახულია სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა ოფიციალური ვებ-გვერდების კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში:

 

 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - www.constcourt.ge

 საქართველოს უზენაესი სასამართლო - www.supremecourt.ge

 თბილისის სააპელაციო სასამართლო - www.tbappeal.court.ge

 ქუთაისის სააპელაციო სასამართლო - www.kutaisiappeal.court.gov.ge 

 თბილისის საქალაქო სასამართლო -www.tcc.gov.ge

 ქუთაისის საქალაქო სასამართლო - www.kutaisi.court.gov.ge

ბათუმის საქალაქო სასამართლო - www.batumi.court.gov.ge

 რუსთავის საქალაქო სასამართლო - www.rustavi.court.gov.ge

 ფოთის საქალაქო სასამართლო - www.foti.court.gov.ge

 თელავის რაიონული სასამართლო - www.telavi.court.gov.ge

 მცხეთის რაიონული სასამართლო - www.mtskheta.court.gov.ge

 გორის რაიონული სასამართლო - www.gori.court.gov.ge

 ხაშურის რაიონული სასამართლო - www.khashuri.court.gov.ge

 საჩხერის რაიონული სასამართლო - www.sachkhere.court.gov.ge

 ზესტაფონის რაიონული სასამართლო - www.zestafoni.court.gov.ge

 ზუგდიდის რაიონული სასამართლო -www.zugdidi.court.gov.ge

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024