შეცდომა თუ დარღვევა? ნაწილი II

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 7 სექტემბერი 2012

ავტორი: სალომე ჩუხუა

ეს ვიდეო ოთხი დღის წინ, 3 სექტემბერს არის გადაღებული და ასახავს, თუ როგორ გადავყავართ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის Facebook ღილაკს ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე. 3 სექტემბერსვე ჩვენს ბლოგზე დაიწერა პოსტი, რომელიც ამ დარღვევაზე ამახვილებდა ყურადღებას.

ორიოდე დღის წინ გაირკვა, რომ სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდისადმინისტრაციამ რამაზ ნიკოლაიშვილის Facebook გვერდი სამინისტროს ოფიციალური Facebook გვერდით ჩაანაცვლა. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს, თუმცა სასურველია, ვებ-საიტის ადმინისტრაციამ იგივე ზომები მიიღოს YouTube არხთან დაკავშირებითაც, სადაც აქტიურად იდება ვიდეოები ნიკოლაიშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გამოცხადებისა და მისი წარდგენის შესახებ, რაც ასევე დარღვევაა, რადგან საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით ითვლება წინასაარჩევნო აგიტაციისას  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

იგივე პრობლემას, ამჯერად თბილისის მერიის ვებ-გვერდზე, მიეძღვნა კიდევ ერთიპოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ მერიის ვებ-გვერდიდან გადავდივართ გიგი უგულავას პირად გვერდზე. თავად ეს ფაქტი დარღვევა არ არის, თუმცა ეს გვერდი ეწევა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგიტაციას, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, აკრძალულია. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მსგავსად, თბილისის მერიის ვებ-გვერდზეც, გიგი უგულავას პირადი გვერდის ნაცვლად, უწყების ოფიციალური Facebook გვერდი განთავსდეს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024