საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ IDFI-ს საჩივარი სრულად დააკმაყოფილა

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 31 მარტი 2014


მიმდინარე წლის 25 მარტს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სრულად დააკმაყოფილა ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემის თაობაზე.

IDFI-მ 2014 წლის 11 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ენერგეტიკის სამინისტროს. საჩივრის საფუძველს საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილი სახით მიღება წარმოადგენდა. კერძოდ, IDFI-იმ მიიჩნია, რომ   სამინისტრომ  ინსტიტუტს არასრულყოფილი სახით მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია  სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების, ხელფასებისა და დანამატების, „როუმინგულ“ მომსახურებაზე გაწეული ხარჯებისა და ქვეყნის გარეთ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე დახარჯული თანხების შესახებ. ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული სახელებისა და გვარების, აგრეთვე თვეების მიხედვით ინსტიტუტის მოთხოვნის შესაბამისად.   სამინისტრომ ასევე არ მოგვაწოდა გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სია და შესყიდვის განხორციელების აუცილებლობის შესახებ ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან  შესაბამისი მიწერილობა. აღნიშნულ მოთხოვნაზე ენერგეტიკის სამინისტროდან მხოლოდ შესყიდვების გეგმა მივიღეთ, რომელიც არ შეიცავს მოთხოვნილ ინფორმაციას.  ინსტიტუტმა ვერ მიიღო ასევე ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით. სამინისტროს მიერ არ იქნა მოწოდებული არც მაკონტროლებელი ორგანოების მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გატარებულ ღონისძიებეთა ნუსხა.

28 თებერვალს გამართული ზეპირი მოსმენის საფუძველზე, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ბრძანებით  სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მოთხოვნილი ინფორმაციის  სრულყოფილი სახით გაცემა დაევალა.

IDFI-ი მიესალმება  ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან  კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაჩივრების პროცედურების დაცვას  და  ანგარიშვალდებულობის ეფექტურ გააზრებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო გაითვალისწინებს აღნიშნულ პრეცედენტს და მომავალში მსგავსი ინფორმაციის ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის, მათ შორის პროაქტიულ რეჟიმში.  ჩვენ ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ სხვა სამინისტროების ზემდგომი თანამდებობის პირებიც (IDFI -მ საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი სახით მიღების მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივრით აგრეთვე მიმართა ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს), გაითვალისწინებენ ენერგეტიკის სამინისტროს მიდგომას, IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემასთან დაკავშირებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024