სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ IDFI - ის საჩივარი დააკმაყოფილა

სიახლეები 11 ივლისი 2014

2014 წლის 11 თებერვალს IDFI - იმ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიმართა სხვადასხვა სახის, მათ შორის 2013 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილით. სამწუხაროდ დეპარტამენტმა ინსტიტუტის აღნიშნული წერილი უპასუხოდ დატოვა.


მას შემდეგ, რაც პრესაში გავრცელდა 2013 წლის დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული დიდი ოდენობის პრემიების შესახებ ინფორმაცია, IDFI - იმ 2014 წლის 13 მაისს განმეორებით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ანალოგიური შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, თუმცა დეპარტამენტმა ინსტიტუტის მოთხოვნა კვლავ უპასუხოდ დატოვა.


2014 წლის 4 ივნისს IDFI - იმ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ბატონ სოზარ სუბარს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ.


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განიხილა IDFI - ის საჩივარი და დეპარტამენტი დაავალდებულა ინფორმაციის სრულად გაცემა ინსტიტუტის მოთხოვნებზე, რომელიც უკავშირდება 2013-2014 წლებში დეპარტამენტში გაცემული პრემიების, სახელფასო დანამატების, წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების და დეპარტამენტის ხელმძღვანელების დიპლომების შესახებ ინფორმაციას.


რაც შეეხება სამინისტროს გადაწყვეტილებას ინსტიტუტის მოთხოვნების, იმ ნაწილში რომელიც უკავშირდებოდა 2013-2014 წლებში დეპარტამენტის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვებისა და ავტოპარკის განახლების შესახებ მონაცემებს, დეპარტამენტს დაევალა იმგვარი ინფორმაციის გაცემა, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და არ შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს.


IDFI მიესალმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში აღასრულებს ზემდგომი უწყების გადაწყვეტილებას და კანონით დადგენილ ვადაში მოგვაწვდის ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას.

/public/upload/pdf/pasuxi sachivarze.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024