სამინისტროები და მათი ხელმძღვანელები, რომლებმაც ყველაზე მეტი პრემია მიიღეს

IDFI მედიაში 16 მაისი 2014

IDFI, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, რომელიც პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას მინისტრების ხელფასებისა და პრემიების შესახებ, ეხმაურება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიების გაცემის სისტემაზე მსჯელობას და მინისტრებისა და მათი მოადგილეების პრემიებისა და სახელფასო დანამატების 2013 წლის მონაცემებს აქვეყნებს. 


 იმ სამინისტროების მონაცემებით, რომლებმაც სრულყოფილად მიაწოდეს ინფორმაცია IDFI-ს, ირკვევა, რომ 2013 წლის მარტის თვის შემდეგ მინისტრებს პრემიები არ აუღიათ.

 

IDFI-ს ინფორმაციით, ყველაზე დიდი შემოსავალი 2013 წელს სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს თავდაცვის მინისტრს – 83 076.

 

"როგორც სამინისტროს მიერ გაკეთებული განმარტებიდან ირკვევა, აღნიშნული სამინისტროს შემთხვევაში მინისტრის შრომის ანაზღაურება განსხვავებულად ფორმირდება. პრემიერმინისტრის ბრძანებით დადგენილი სახელფასო დანამატის (4435 ლარი) გარდა, თავდაცვის მინისტრი ყოველთვიურად იღებს საკლასო ჩინის დანამატს (1239 ლარი), სტაჟის დანამატს (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატს (531 ლარი) , რაც ყოველთვიურად სახელფასო დანამატის სახით მთლიანობაშჲ შეადგენს 6 900 ლარს. სხვა მინისტრების შემთხვევაში 2013 წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით მიღებულ შემოსავლებში განსხვავება განპირობებულია პრემიერ-მინისტრის ბრძანების გამოცემამდე, იანვარ-თებერვალში მინისტრების მიერ მიღებული განსხვავებული ოდენობის პრემიებით და დანამატებით ან/და მინისტრის პოზიციაზე წლის განმავლობაში სრულად არყოფნის გამო,"- წერია IDFI-ს ანგარიშში. 

 

ასევე, იმ სამინისტროებს შორის, რომლებმაც ინსტიტუტს სრულყოფილად მოაწოდა ინფორმაცია, ყველაზე მეტი პრემიებისა და სახელფასო დანამატების მიმღებ მინისტრების მოადგილეებს წარმოადგენენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები, მარიამ ვალიშვილი და ილია ელოშვილი. თითოეულს პრემიის სახით 2013 წელს მიღებული აქვს თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა 65280 ლარი.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024