ადგილობრივი საეთერო მაუწყებლების მიგრაცია ციფრულ საეთერო პლატფორმაზე - მდგომარეობის ანალიზი და გამოწვევები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 24 ივლისი 2014

 

2013 წლის ივლისში ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესთავაზა რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სტრატეგიაში მოხდა IDFI-ს მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების ორი მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინება: (1) სამაუწყებლო სიხშირის უსასყიდლოდ გადაცემა რეგიონული და ადგილობრივი ციფრული მაუწყებლობისათვის, ასევე (2) DVB-T2 და MPG 4 კომპრესიის სტანდარტებზე უფრო დაბალი სტანდარტის განსაზღვრა.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაევალა სიხშირული ლიცენზიების უსასყიდლოდ გადაცემა იმ მაუწყებლებისათვის, რომლებიც გამოთქვამდნენ სურვილს, არსებული ანალოგური ლიცენზიის ნაცვლად მიეღოთ ციფრული საეთერო ქსელის აგების უფლება.

 

მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, IDFI-ს კვლევის შედეგად გამოვლინდა დამატებითი პრობლემური საკითხები, რომლებიც უნდა დარეგულირდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მაქსიმალურად დროულად.

 

ჩამონათვალში წარმოდგენილია IDFI-ს ხედვები აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით:

  • რეგიონულ მაუწყებლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დროულად შეიმუშაონ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ტექნიკური პროექტი;
  • არსებული საკანონმდებლო ბაზა არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ მიღებულ სტრატეგიას და კითხვებს ბადებს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ ე.წ.Set Top Box -ების შესყიდვის პროცედურა და პირობები;
  • ცნობილი არ არის რეგიონული მულტიპლექს პლატფორმების სიმძლავრეები;
  • თავისუფალი სიხშირული რესურსის შესახებ ინფორმაცია არ არის სრულად ხელმისაწვდომი.
  • მოქმედი კანონმდებლობა არ შეესაბამება სახელმწიფო სტრატეგიას: მათ შორის, რეგიონული მაუწყებლების ხელშეწყობისთვის განსაზღვრულ ამოცანებს.
  • სამთავრობო სტრატეგიიდან და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებიდან არ ჩანს სახელმწიფო პოლიტიკა ე.წ. „ჩრდილოვან სამაუწყებლო ზონებთან“ (მაღალმთიანი რეგიონები, ოკუპირებული ზონები) დაკავშირებით.
  • კითხვებს ბადებს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ ე.წ. Set Top Box -ების შესყიდვის პირობებშო მოსახლების მზაობისა და მულტიპლექს პლატფორმების ურთიერთ თავსებადობა;
  • შპს "საქართველოს ტელეცენტრის" მიერ წარმოებული სამუშაოები არ არის გამჭვირვალე, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ციფრული მაუწყებლობის პლატფორმის ფორმირებაზე.

 

აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ მოამზადა შესაბამისი რეკომენდაციები; IDFI-ს რეკომენდაციით სასურველია:

  • კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნოს რეგიონული მულტიპლექს პლატფორმებისთვის ალტერნატიული UHF სიხშირეებიც.
  • გამოქვეყნდეს გეგმა რეგიონული მულტიპლექს პლატფორმებისთვის მისანიჭებელი სიმძლავრეების შესახებ.
  • გამოქვეყნდეს ოფიციალური ინფორმაცია რეგიონული მაუწყებლებისთვის ადგილობრივი მულტიპლექს პლატფორმების გამართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადების შესახებ.
  • მაუწყებლობის შესახებ კანონში დაკონკრეტდეს ტერმინ ,,რეგიონული მაუწყებლის“ განმარტება.
  • კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დასაშვები გახადოს რეგიონული მულტიპლექს პლატფორმების გამართვის შესაძლებლობა, იქაც, სადაც დღემდე არ არსებობს ადგილობრივი მაუწყებელი.
  • დაშვებულ იქნას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის უფასოდ მინიჭების შესაძლებლობა.
  • რეგიონული მულტიპლექს ოპერატორებისთვისაც დაშვებულ იქნას ფასიანი მომსახურების შეთავაზება მომხმარებლისთვის.
  • შეიქმნას ეკონომიკის სამინისტროს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და დაინტერესებული მხარეებისგან შემდგარი ერთობლივი კომისია.
  • კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მულტიპლექს A ოპერატორი დაავალდებულოს გამოაქვეყნოს ადგილობრივი სამაუწყებლო ქვეზონებისთვის სატელევიზიო კონტენტის გავრცელების ტარიფი.
  • Set top box -ების არჩევისას ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ იხელმძღვანელოს ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით.
  • მოხდეს მაუწყებლების გაერთიანება ამხანაგობაში და ერთობლივი კონკურსის გამოცხადება.
  • საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა განსაზღვროს საანძო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის საჭირო მიწის პრივატიზების პოლიტიკა.

 

/public/upload/ლონდა/Migration.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024