ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის შუალედური შედეგების შეჯამება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 სექტემბერი 2015

25 სექტემბერს გაიმართა ,,ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმის მეთხუთმეტე სამუშაო შეხვედრა თბილისი მარიოტში. შეხვედრას ფორუმის წევრი არასამთავრობო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლები: IDFI-ის დირექტორი და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მომხსენებელი - გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ის თავმჯდომარე - ლევან ავალიშვილი და პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე.


ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის სამდივნომ, რომელსაც იუსტიციის სახლის ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოადგენს ,,ღია მმართველობა საქართველოს" 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ასახულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 2015 წლის ივნისის მდგომარეობით.


აღსანიშნავია, რომ ,,ღია მმართველობა საქართველოს" 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში შეტანილი 27 ვალდებულებიდან სრულად შესრულებულია 9, უმეტესწილად შესრულებულია 11, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულია 7 ვალდებულება.

 

ვალდებულებათა რიცხვს, რომლებიც სრულად შესრულდა, განეკუთვნება: მომხმარებლის ხმა, უკუკავშირის ახალი სისტემა, რომლის მიზანია თითოეულ უკუკავშირზე მოქალაქესთან კომუნიკაცია და იუსტიციის სახლში არსებული პროდუქტების, მიმდინარე პროცესების შესახებ მისთვის ინფორმაციის მიწოდება; "JUSTDRIVE"-ს ამოქმედება, რაც მოქალაქეს საშუალებას აძლევს დაზოგოს დრო და ავტომობილიდან გადაუსვლელად იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე JUSTDRIVE ფანჯარასთან ელექტრონული პირადობის მოწმობის მეშვეობით მიიღოს სასურველი მომსახურება; საჯარო სამსახურში მიღების გამჭვირვალე და მიუკერძოებელი წესების შემუშავება; პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება დამუშავებად ფორმატში; ონლაინ კონსულტაციის მექანიზმის დანერგვა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის პრაქტიკული გამოქვეყნება; სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გაფართოება - ,,ყველა ყველაფერს ხედავს" და 112-დან დაკავშირების ალტერნატიული არხების შექმნა.


ვალდებულებები, რომლებიც უმეტესწილად შესრულდა შემდეგია: სადაზღვეო სერვისი იუსტიციის სახლში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში, რეგიონების განვითარება საჯარო ბიბლიოთეკების ტრანსფორმაციის გზით, ციფრული ხელმოწერა და ონლაინ ავთენტიფიკაცია, ღია მონაცემების პორტალის შექმნა (data.gov.ge), ინფორმაციის თავისუფლების აქტის შემუშავება, ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის მხარდაჭერა და კოორდინაცია, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა, საარჩევნო პროცესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგის შექმნა და გამოქვეყნება.


ხოლო ვალდებულებები, რომლებიც ნაწილობრივ შესრულდა შემდეგია: მოქალაქის პორტალის განვითარება, ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში, ელექტრონული პეტიციების პორტალი (ichange.ge), საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება, ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის საჯარო სამსახურში, ელექტრონული არქივის სისტემის შექმნა, საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაზრდა და დანაშაულის ინტერაქტიული სტატისტიკა და კრიმინოგენური რუკა.

 

ღია მმართველობის სამდივნოს მიხედვით, სამოქმედო გეგმაში არ არის ვალდებულება, რომელიც საერთოდ არ შესრულებულა. გეგმის მოქმედების ვადა 2015 წლის დეკემბრის ბოლოს იწურება. შესაბამისად, სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიშის საბოლოო ვერსია ,,ღია მმართველობა პარტნიორობას" 2015 წლის 30 სექტემბერს წარედგინება.

 

ღია მმართველობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა 16 პასუხისმგებელი უწყების მიერ ნაკისრი 27 ვალდებულებით ეხმიანება OGP-ის ოთხ გამოწვევას:


1. საჯარო სამსახურების გაუმჯობესება


2. საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა


3. საჯარო რესურსების უკეთესი მართვა


4. უსაფრთხო გარემოს შექმნა


ფორუმის შეხვედრა USAID-ის პროექტის ,,დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში" მხარდაჭერით გაიმართა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024