IDFI-ის და საქართველოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | მემორანდუმები 11 ივნისი 2021

2021 წლის 10 ივნისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება, დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან  ბრძოლის შესახებ აკადემიური კურსების ერთობლივი შემუშავება და მისი შეთავაზება საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფარგლებში. აღნიშნული მიმართულების გავრცობა და მუდმივი განვითარება.  

 

 პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული აკადემიური კურსების მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს განივითარონ /გაიღრმავონ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის უნარ-ჩვევები. მემორანდუმის ფარგლებში გაწერილ აკადემიურ კურსებს გაუძღვებიან და/ან ეწვევიან დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები.

 

გარდა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა, მემორანდუმით გათვალისწინებული აკადემიური კურსები ხელმისაწვდომი იქნება სხვა უნივერსიტეტების სტუდენტთა, საჯარო მოხელეთა, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენელთათვის, რომლებიც შეირჩევიან სპეციალური კონკურსის შედეგად. აკადემიური კურსები წარიმართება საქართველოს უნივერსიტეტში, დისტანციურ რეჟიმში ან შერეული სწავლის ფორმატით.

 

/public/upload/IDFI/IDFI/UG-IDFI-MoU.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023