IDFI-მ კორუფციასთან მებრძოლთა პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი განაახლა

სიახლეები | მემორანდუმები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 13 ოქტომბერი 2020

                                                                                              

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში განაახლეს მხარეთა შორის მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები.

 

ახალი მემორანდუმის ფარგლებში, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო მოდულები გარდაიქმნა ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის აკადემიურ კურსებად, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ როგორც დასახელებული ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების სტუდენტებს, ასევე, კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სასწავლო კრედიტები (ECTS) და სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად მიიღებენ სერტიფიკატებს.

 

მემორანდუმის ფარგლებში სულ შემუშავდება 4 აკადემიური კურსი. კერძოდ, საბაკალავრო საფეხურზე შეთავაზებული იქნება ,,კარგი მმართველობა და კორუფცია’’ და ,,პოლიტიკა და კორუფცია’’, ხოლო სამაგისტრო საფეხურზე - ,,ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში“ და ,,კორუფციასთან ბრძოლა - საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები’’. კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო პროგრამის პირველი წლისგან განსხვავებით აკადემიური კურსების გავლის შესაძლებლობა ექნება მთლიანობაში დაახლოებით 100-მდე მონაწილეს.

 

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, კურსების დისტანციურ რეჟიმში წარმართვის შესაძლებლობას.

 

კორუფციასთან ბრძოლის პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) და ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

/public/upload/Memorandums/memorandumi Iliauni.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024