ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა (IDFI) და ილიას სახელობის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. IDFI-ს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ორგანიზაციის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა გიგა ზედანიამ.
მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის და ინსტიტუტის თანამშრომლობა სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და განხორციელების პროცესში, რომელიც მიმართული იქნება მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროდუქტის შექმნაზე. მათ შორის კვალიფიციური, საერთაშორისო და ადგილობრივი დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი იურისტების მომზადებაზე.