2012 წლის 25 მაისს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების ცენტრს (ვირჯინიის უნივერსიტეტი), ტორონტოს უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტსა (კანადა) და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების დეპარტამენტს (გერმანია) შორის.
მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ ეთანამშრომლათ ერთობლივი კვლევითი პროექტის „დიდი ტერორის დამნაშავეთა საქმეების გამოძიება საქართველოში, 1938 – 1941 და 1954-1964 წლებში“ ფარგლებში.
არქივი უზრუნველყოფს მხარეთათვის საინტერესო მასალებისა და ინფორმაციების მიწოდებას.
/public/upload/IDFI/lepl.archive.pdf