აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 2 აპრილი 2021

1 აპრილს აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრა გახსნა აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, რომელმაცისაუბრა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია აღნიშნული ვალდებულებების შესრულების შესახებ. კერძოდ, თავმჯდომარის თქმით, წერილობითი და ელექტრონული პეტიციის წარდგენის წესისა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების მიერ სამოქმედო გეგმების შემუშავების შესახებ შესაბამისი ცვლილება 2020 წლის ბოლოს აისახა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში; მედიის აკრედიტაციის წესის პროექტი წარედგინა სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს და მათ მიერ შეთავაზებული ცვლილებების შედეგად განახლებულ წესს  დაამტკიცებს საბჭო; განხორციელდა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ინიცირება, რომლებიც შეეხება  უმაღლესი საბჭოს, მისი ორგანოებისა და დეპუტატების საჯარო ანგარიშების წარდგენას და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოქალაქეთა დასწრების საკითხს.

 

ღია მმართველობის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარემ  მალხაზ ჭკადუამ, ისაუბრა სამოქალაქო სექტორის განსაკუთრებულ როლზე ღია მმართველობის ინიციატივების დანერგვის მიმართულებით.

 

საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა, ირინე ურუშაძემ (UNDP) და ნინო შაინიძემ (IDFI) შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაცია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების -  მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის და უმაღლესი საბჭოს შენობისა და ვებ-გვერდის ადაპტირების კონცეფციის შესახებ.

 

შეხვედრაზე ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა განიხილეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად განსახორციელებელი აქტივობები და იმსჯელეს თითოეული ვალდებულების წარმატებით შესრულების გზებზე.

 

საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა გამოხატეს მზაობა და მხარდაჭერა ჩაერთონ სამოქმედო გეგმის ვალდებულებების განხორციელებაში. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.

 

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024