ლიდერთა სახლის წევრები სტუმრად IDFI-ში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 20 დეკემბერი 2013

19 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა პროექტ „ლიდერთა სახლის“ მონაწილე 8-12 კლასის მოსწავლეებისთვის „სტალინიზმის“ და მასობრივი რეპრესიების შესახებ ლექცია ჩაატარა.

 შეხვედრის მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ამ ეპოქის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მოვლენის შეფასება და გააზრება წარმოადგენდა.

გიორგი კლდიაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა სტალინის ტოტალიტარისტურ მმართველობაზე, პიროვნების თავისუფლების არარსებობაზე, რეჟიმის სისასტიკეზე, საზოგადოებაში დანერგილ შიშზე და იმ ძალისმიერ მეთოდებზე, რომლითაც ხდებოდა ადამიანების გასამართლება და შემდეგ განაჩენის გამოტანა.

მან განსაკუთრებთ გაუსვა ხაზი საზოგადოებაში არსებულ მცდარ დამოკიდებულებას სტალინის ტოტალიტარული რეჟიმისა და უშუალოდ მისი პიროვნებისადმი, რაც ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული და იმ მიზეზით, რომ დიდი ხნის მანძილზე, კომუნისტური რეჟიმის პირობებში ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის მართვა.

მოსწავლეები გაეცნენ IDFI -ს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შვეიცარიის საელჩოსა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტს - სტალინის სიები საქართველოზე და IDFI -ს  Facebook გვერდს, სადაც 3500- მდე რეპრესირებული ადამიანის შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი,  რომლებიც 1937-38 წლებში გახდნენ სტალინის რეპრესიების მსხვერპლი. მათ შორის იყვნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, პოეტები, მწერლები, მსახიობები და თვითონ რეჟიმის მსახურები, რომლებიც  უსაფუძვლოდ - ე.წ ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს.  ამ ადამიანების რეაბილიტაცია წლების შემდეგ მოხდა. 

მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს სურვილი უფრო მეტი გაიგონ ამ ეპოქასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ და მომავალშიც ითანამშრომლონ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“.

„ლიდერთა სახლი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის", პირველი დონის პრევენციის ფარგლებში შეიქმნა და მე-8 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო, პროფესიული და  საქველმოქმედო პროგრამების  განხორციელებას ისახავს მიზნად .

IDFI -ი მუდამ მზადაა  უმასპინძლოს და ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს ამ და ინსტიტუტის საქმიანობასთან  დაკავშირებული სხვა საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024