შეხვედრა Erasmus+ პროგრამის მონაწილეებთან

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 11 ოქტომბერი 2022

2022 წლის 10 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) erasmus + -ის ფარგლებში დაფინანსებული სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების საქმიანობა და მიღწეული შედეგები გააცნო. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „გერგარტი“.


Erasmus+ -ის ფარგლებში დაფინანსებულ სასწავლო ვიზიტის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ: ბალტიის ქვეყნები, გერმანია, სომხეთი და საქართველო - სულ 22 ადამიანი.

 

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ იმ ორგანიზაციებსა და მკვლევრებს, რომლებიც საბჭოთა წარსულის გადააზრებაზე მუშაობენ. შეხვედრების ფარგლებში, გაეცნენ მათ საქმიანობას და სურვილი აქვთ, მიღებული ცოდნა/გამოცდილება შემდგომ საქმიანობაში გადაიტანონ.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ, შეხვედრის ფარგლებში, ისაუბრა IDFI-ის საქმიანობაზე საბჭოთა წარსულის კვლევის კუთხით და დამსწრე საზოგადოებას გააცნო განხორციელებული პროექტები, შედეგები და სამომავლო გეგმები.


საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა IDFI-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტზე - „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა“, განიხილა არქივების ღიაობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯები, კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი თავისებურებები და პრობლემები სხვადასხვა ქვეყნის საარქივო დაწესებულებებთან მიმართებით და აღნიშნა, რომ საარქივო ღიაობის კუთხით ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, საჭიროებს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებს მეტი ღიაობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაუსვა, რომ არქივების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი გამოწვევაა პოსტტოტალიტარულ სახელმწიფოებში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებსაც კომუნისტური რეჟიმის პირობებში მოუწიათ ცხოვრება.


Erasmus+ -ის ფარგლებში დაფინანსებული სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს ანტონ ვაჭარაძემ ასევე გააცნო ბათუმში, კერძოდ კი, ხელვაჩაურში აღმოჩენილი სამარხების შესასწავლად გადადგმული ნაბიჯების სპეციფიკა და პოლონეთის მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) ჩართულობის მნიშვნელობა. ყურადღება გაამახვილა საბჭოთა ხელწერაზე და აღნიშნულ სამარხში აღმოჩენილ ნეშტთა მიმართ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე.


შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საბჭოთა ოკუპაციისა და გორში, სტალინის მუზეუმებს. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ უარყოფით ასპექტებზე, რასაც საბჭოთა თემატიკისა თუ დამოკიდებულების კუთხით დღემდე არსებული ნოსტალგია იწვევს. აღნიშნულთან მიმართებით, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეებს გააცნო IDFI-ის მიმდინარე პროექტის „გორის ახალი იდენტობის“ მიზნები და ამოცანები, რაც პირდაპირ კავშირშია სტალინის მიმართ არსებული ნოსტალგიის დაძლევასთან.


დასასრულს, მონაწილეებმა, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მათთვის საინტერესო საკითხები განიხილეს და დაინტერესება გამოთქვეს უფრო ღრმად გაეცნონ IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების საქმიანობას, რაც შესაძლებლობას მისცემთ, საკუთარ საქმიანობაში გამოიყენონ სხვა ქვეყნის გამოცდილება მათთვის საინტერესო საკითხებთან მიმართებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024