აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 მაისი 2022

 

16 მაისს აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის საბოლოო ანგარიშის პროექტი და თითოეული ვალდებულების შესრულების ხარისხი. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, უმაღლესმა საბჭომ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების უმეტესობა სრულად ან არსებითად შეასრულა. საკონსულტაციო ჯგუფის წევრების მხრიდან დადებითად შეფასდა  სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის უმაღლესი საბჭოსა და პარტნიორი ორგანიზაციების მუშაობა, ამავდროულად გამოიკვეთა სხვადასხვა გამოწვევა.

 

შეხვედრაზე სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშთან ერთად დამტკიცდა საკონსულტაციო ჯგუფის განახლებული შემადგენლობაც.  

 

ასევე, განიხილეს უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის მომდევნო 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობის დაწყების საკითხი. იგეგმება ახალგაზრდული კონკურსის ჩატარება ახალი სამოქმედო გეგმისათვის ინიციატივების მისაღებად.

 

ახალი სამოქმედო გეგმისთვის ინიციატივების მიღება დაიწყება საკონსულტაციო ჯგუფის წევრების მხრიდანაც.

 

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024