შეხვედრა თემაზე: საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამების შესაბამისობის საკითხი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 დეკემბერი 2014

,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)" პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო - 2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხუთშაბათს, 18 დეკემბერს, სასტუმრო თბილისი მერიოტში გაიმართა შეხვედრა თემაზე: "საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამების შესაბამისობის საკითხი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან".

 

შეხვედრა შედგებოდა ორი ნაწილისაგან: პირველ ნაწილში განხილულ იქნა განათლების სტრატეგია, ხოლო დისკუსიის მეორე ნაწილი დაეთმო შრომის ბაზრის მოთხოვნების განხილვას.

 

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სპიკერებმა, „საქართველო 2020“-ის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიაზე დაყრდნობით და შრომის ბაზარსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებული პრობლემების საფუძველზე განიხილეს სასწავლო პროგრამებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. 


ბატონმა სიმონ ჯანაშიამ, მკვლევარმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ისაუბრა სტრატეგიის მთავარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მთავარ ღირებულებებზე შეთანხმება. ჯანაშიამ თავის სიტყვაში, ასევე ხაზი გაუსვა განათლებაში ინვესტირების მნიშვნელობას.


ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს წარმომადგენლებმა, ბატონმა ნოდარ სურგულაძემ ისაუბრა უნივერსიტეტებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაციის არ არსებობაზე, რაც ართულებს სტუდენტების დასაქმების საკითხს. ამასთან, დამსაქმებლის მოთხოვნები ხშირად განსხვავებულია იმისგან, რასაც უნივერსიტეტებში ასწავლიან, ამიტომ, აუცილებელია დამსაქმებლების მონაწილეობით შემუშავდეს კურიკულუმი და გაირკვეს, რა სურთ პოტენციური თანამშრომლებისგან.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ქიტიაშვილმა, პროფესიული განათლების განვითარების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ქალბატონმა თამარ ქიტიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია განათლების მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განხილვა. პროფესიული განათლების სისტემა მხოლოდ შემდგომი დასაქმების ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს, რადგან მას სოციალური დატვირთვაც ახლავს თან. ქალბატონმა თამარმა მაგალითისთვის მოიყვანა დაბა ჯვარში გახსნილი სასწავლებელი, სადაც სასწავლებლად აფხაზეთიდან გადმოდიან და ეს ხელს უწყობს აფხაზი მოსწავლეების ინტეგრაციას.


დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ პროფესიული განათლება ძალიან დაბალრეიტინგულია და ასოცირდება წარუმატებელ კარიერასთან, ამიტომ, საჭიროა ამ სტერეოტიპული მიდგომის შეცვლა.

შრომის ბაზრის დინამიკასა და მოთხოვნებზე პრეზენტაცია გააკეთა ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის ეკონომისტმა ბატონმა ირაკლი ლექვინაძემ. მან რამდენიმე საინტერესო საკითხზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, სამუშაოს მაძიებლები, რომლებიც უკვე არიან დასაქმებულები, მაინც უმუშევრებად ითვლებიან, ხოლო დაუსაქმებელი ადამიანები, რომლებიც არ ეძებენ სამსახურს, არ ითვლებიან უმუშევრად. 1ჰა და მეტი მიწის მფლობელები ითლებიან დასაქმებულებად, მიუხედავად იმისა, იღებენ თუ არა ისინი რაიმე შემოსავალს ამ მიწიდან. არსებობს ასევე ე.წ. „იმედგაცრუებული“ მუშახელი, რომელმაც დაკარგა იმედი, რომ ოდესმე სამუშაოს იპოვის და შესაბამისად, სამსახურს არ ეძებს, ამიტომ, ისინიც არ არიან შრომის ბაზარზე რომელიმე კატეგორიაში წარმოდგენილები.


კურსდამთავრებულთა დასაქმების სამართლებრივ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება მასურაშვილის და საჩალელის იურიდიული ოფისის პარტნიორმა სოფო საჩალელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი რაიმე განსხვავებას არ ითვალისწინებს უნივერსიტეტის/პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულის დასაქმების პირობებთან დაკავშირებით; მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ კოდექსი არ არეგულირებს პრაქტიკის ხელშეკრულების პირობებს, რაც დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს ადამიანური რესურსით.


შეხვედრა მიმდინარეობდა სპიკერების და დამსწრეების დისკუსიის და აქტიური ჩართულობის რეჟიმში.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში IDFI მსგავსი დისკუსიების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

ფოტო ალბომი

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024