პარლამენტის წევრების შეხვედრა ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 25 მაისი 2016

20-21 მაისს გაიმართა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და მისი საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, სადაც საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის 4.4. ვალდებულებით გათვალისწინებულ საკითხზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსზე იმსჯელეს.

 

სამოქმედო გეგმის თანახმად, საპარლამენტო ეთიკის კოდექსი უნდა იქცეს ეფექტურ საბაზისო დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის წევრების ქცევის ნორმებს. იგი მიუთითებს, რომ კოდექსი უნდა შეიცავდეს ნათელ და თანმიმდევრულ დებულებებს პარლამენტის წევრებისთვის მისაღები და მიუღებელი ქცევის, პირადი ინტერესების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების, ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის, სახელმწიფო სახსრების გამოყენებისა და სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობის თაობაზე.

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავების ინიციატორი. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატისა და თავმჯდომარის კაბინეტის წარმომადგენლები და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გამოცდილების გაზიარების მიზნით, საბჭოს მუშაობაში ასევე ჩართულნი იყვნენ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის ოფისის (Office for Congressional Ethincs/OCE) დირექტორის მოადგილე პოლ სოლისი და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODHIR) სპეციალური წარმომადგენელი პეტერ მოსოპი.

 

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ეთიკის კოდექსის სამართლებრივ ფორმაზე და მისი მიღების წესსა და პროცედურაზე. სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა კოდექსის მიზანსა და არსზე, ძირითად პრინციპებზე და აღსრულების მექანიზმებზე. ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსიის პუნქტობრივი განხილვისას გაზიარებული იყო აშშ-ისა და ეუთოს წარმომადგენლების პოზიციები და გამოცდილება.


შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, ეთიკის კოდექსის შესწორებულ ვერსიას კიდევ ერთხელ განიხილავს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და საკონსულტაციო ჯგუფი, რის შემდეგაც დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება განსახილველად და დასამტკიცებლად.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023