კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორს მოსმენების ტექნიკური ინფრასტრუქტურის შემოწმებისკენ მოუწოდებს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 27 სექტემბერი 2021

 

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებენ გამოიყენოს “ინსპექტირების” მექანიზმი და შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი. 

 

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (შემდგომში სუს-ი) გამოჟონილი ინფორმაცია ე.წ. “კრებსები” 2021 წლის 13 სექტემბერს გასაჯაროვდა. საქართველოში მედიასაშუალებებმა მიიღეს ბმული ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით – „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. ბმულზე ათასობით ფაილია, რომლებშიც მოცემულია პირადი ინფორმაცია მართლმადიდებელი სასულიერო და სამოქალაქო პირების საჯარო და პირადი ცხოვრების, სექსუალური კავშირების შესახებ. მათ შორის, ცნობილი გახდა  ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიყურადების შესახებ. გასაჯაროებულ ინფორმაციას თან ერთვის ფოტოები, პირადი ნომრები, ტელეფონის ნომრები. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მათ შორის, საუბარია სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვნებთან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე, პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ ქრთამის აღების შემთხვევებზე  და სხვა.

 

მოქმედი კანონმდებლობით, სუს-ის სისტემაში შემავალ სააგენტოს გააჩნია ფარული ელექტრონული მიყურადების სრული შესაძლებლობა. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, კანონმდებლობა მოსმენების პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სავალდებულო ჩართულობას მოითხოვს. ამ ინსტიტუტების ჩართულობის საკითხი წყდება, იმის მიხედვით თუ რომელი სამართლებრივი საფუძვლით ხდება ფარული მოსმენა. Სისტემურ უკანონობას სამართლებრივი საფუძველი ვერ ექნება და, იმ პირობებში,  როდესაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სუს-ი მის ხელთ არსებულ ინფრასტრუქტურას კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულირების გვერდის ავლით, ბოროტად იყენებს, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი საკითხის სათანადოდ შესასწავლად. Კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმია შემოწმება.

 

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ინსპექტორის სამსახური ახდენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის შემოწმებას. კერძოდ, იგი უფლებამოსილია შევიდეს შეზღუდული დაშვების არეალში, გაეცნოს ტექნიკურ ინსტრუქციებს, მათ შორის სახელმწიფოს საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, ასევე მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა. სხვაგვარად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს სათანადო შესაძლებლობა, რათა შეისწავლოს, ხომ არ მოხდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის განსაზღვრული ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენება

 

14 სექტემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის  მიერ გავრცელებული  განცხადება,  ხაზს უსვამს შესაძლო დანაშაულის ნიშნებსა და საკუთარი კომპეტენციის ლიმიტებზე. ნიშანდობლივია, რომ ინსპექტორი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. “მოსმენების საქმეზე”, რომლითაც  სუს-ის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობების კონსტიტუციურობაა გასაჩივრებული. ამ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო 5 წელზე მეტია განიხილავს და დღემდე გადაწყვეტილება არ მიუღია. 3 წლის წინ, კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკუთარი პოზიციები სასამართლოში წარადგინა.

 

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორს გამოიყენოს “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი. ასევე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია 2017 წლიდან დღემდე ე.წ. “მოსმენების საქმესთან” დაკავშირებით, რასაც შესაძლოა, მნიშვნელობა ჰქონდეს საქმის გადაწყვეტისთვის. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024