მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანალიზი 27 დეკემბერი 2024

 

 

RSF-მა (Reporters Without Borders) 2024 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. პრესის თავისუფლების ინდექსი, 2002 წლიდან აფასებს მედიის თავისუფლებას მსოფლიოს 177 ქვეყანაში. RSF-ი საქართველოს აფასებს 2003 წლიდან. 

 

2024 წელს საქართველოს რეიტინგი 26 ადგილით გაუარესდა და 177 ქვეყანას შორის 103-ე ადგილი დაიკავა. 

 

 

თუ არ ჩავთვლით 2008 წელს, საქართველო მსოფლიო რეიტინგის ასეულს მიღმა მხოლოდ 2011-2012 წლებში იმყოფებოდა. 2013 წლიდან დაიწყო ნეგატიური დინამიკის სწრაფი გაუმჯობესება, თუმცა 2021 წლის შემდგომ ვითარების მკვეთრი გაუარესების შედეგად, ქვეყნის რეიტინგი 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა. 

 

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ასეულს მიღმა არ იმყოფება ევროკავშირის არცერთი წევრი სახელმწიფო, მეტიც, ევროპის კონტინენტის არცერთი ქვეყანა გარდა ბელარუსისა. პრესის თავისუფლების ინდექსში უკრაინა იკავებს მე-60, ხოლო მოლდოვა 31-ე ადგილს. საქართველოს 36 ადგილით უსწრებს უნგრეთიც. 

 

ნიშანდობლივია, რომ 2024 წელს საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც მედიის მდგომარეობა, 2023 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად გაუარესდა. საქართველოსთან ერთად ამ ათეულშია ავღანეთი (რეიტინგი 178), არგენტინა (რეიტინგი 66), ბურკინა-ფასო (რეიტინგი 86) და ეკვადორი (რეიტინგი 110). 

 

2022-2024 წლების განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხმა მკვეთრი უკუსვლა განიცადა. არსებითად დამძიმდა მედიისა და ჟურნალისტების უფლებრივი მდგომარეობა. რუსული კანონიდან მომდინარე ორგანიზაციულად არსებობის საფრთხეს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სასტიკი ფიზიკური ძალადობა დაემატა. გამოხატვისა თავისუფლება დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმების პრიორიტეტული სამიზნეა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024